რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგო რომანოზის ძე გორგაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საოზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელენე კონსტანტინეს ასულ ჯინოშვილის თხოვნა ბიბლიოთეკის ასაშენებლად 250 მანეთის მიცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ კერესელიძის განცხადება ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარის“ გამოცემის შესახებ. გამგეობამ კერძო პირს თხზულების გამოცემის უფლება არ მისცა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველ ყრილობაზე იოსებ იმედაშვილი პროფესიული საკითხების გასარკვევად შექმნილი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრის სცენაზე შალვა დადიანის თაოსნობით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს ქართული თეატრში გამართულ ნინო ნაკაშძის სპექტაკლში „ვინ არის დამნაშავე?“ თამაშობდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე, შალვა დადიანი, პლატონ კორიშელი, ანდრია მურუსიძე, ვასილ ურუშაძე და შალვა ხონელი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი და იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 8 ივნისს საქართველოს სცენისმოყვარეთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იყო არჩილ ავალიშვილი.