რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ნებიერიძეს, ტიხონა სანაძეს, ნიკოლეიშვილსა და ნოე თევზაძეს ალიხანოვზე თავდასხმის პირველი გეგმა ჩაეშალათ, რადგან მის საკონდიტროს ყაზახები იცავდნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გარსო მამაცაშვილი თანაგუნდელებთან ერთად თავს დაესხა ცალხელა შავრაზმელ პიორიშკინს, მას რამდენიმე ყუმბარა ესროლეს, მაგრამ პიორიშკინი გადარჩა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს თათარა ლიქოკელი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხევსურეთის ამბოხების მონაწილე იყო.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს ალექს ოჩიაურს საპატიმროში აიძულებდნენ, ანდრო თოფაძე ანტისახელმწიფოებრივ დანაშულში ემხილებინა.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.
1931
ტიპი: ნასამართლეობა
1931 წელს ინჟინერი ანდრო თოფაძე გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს პატიმარ მინდია მგელას ძე ლიქოკელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ციხეში მის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდნენ.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 4 აპრილს დუშეთში საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოზე გამოტანილი განაჩენით ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მარტში, რუსეთის დიდი სამოქალაქო ომის დროს, დენიკინელების მიერ ჩრდ. კავკასიაში წითელი არმიის განადგურების შემდეგ კომისარმა სერგო ორჯონიკიძემ თავი საქართველოს შეაფარა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 25 სექტემბერს სამოსამართლო პალატას განსახილველად გადაეცა სარდიონ არავიაშვილის, ალექსი შოშიაშვილის, სიმონ ქუმსიშვილის, დავით ჯაგაშვილისა და ანტონ გელაშვილის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ ქარელის ეკლესიის გატეხვა და საეკლესიო ნივთების მოპარვა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ნებიერიძემ სტეფანე ზაქრაძისა და ზაქარია ჩოდრიშვილის დავალებით რკინიგზის სახელოსნოს სამორიგეო ოთახში დაჭრა ბრიგადირი სამსონ გამყრელიძე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს სტეფანე ზაქრაძემ და სტეპკო პარკუსაძემ ჯაშუში მამულაიშვილი ილიკო ხავთასის სახლში აღმოაჩინეს.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს პატიმარმა აპარეკა გიორგის ძე ლიქოკელმა განაცხადა, რომ სალიტერატურო ენაზე აზრის გამოთქმა უჭირდა, ამის გამო დამცველი მოითხოვა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს პატიმარ ხახონ თაძიას ძე ლიქოკელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ციხეში მის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდნენ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ტიხონა სანაძე და ილია ნებიერიძე ნაძალადევში რკინიგზის ეკლესიიდან მომავალ ლიანდაგების მუშების უფროსს დახვდნენ და სროლა აუტეხეს, მაგრამ მან თავს უშველა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებულ მამუკა უშიშას ძე ლიქოკელს სასამართლომ ვერ დაუმტკიცა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს პატიმარ ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ფშავის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობა აქტიურად უჭერდა მხარს ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობას.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ქუჩაში მიმავალ გიორგი თათუზოვს გარსო მამაცაშვილმა ზურგში ესროლა და მოკლა. სიკვდილამდე თათუზოვმა გასროლა მოასწრო, მაგრამ შემთხვევითი გამვლელი დაჭრა ფეხში.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა ჟურნალისტ მაკ გრეგორს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში მონაწილე 48 ხევსურის სია გადასცა.

