რეგისტრირებული ფაქტები81452
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 აპრილს ავლაბრის კლუბში გ. ტერ-დავითიანცის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მიერ ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე ადგილის გაყიდვის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობას მაჰმადიანი ქართველებისთვის ქობულეთში სკოლის გასახსნელად ნებართვის აღება სთხოვა.
1914
ტიპი: მფლობელობა
1914 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თბილისის თავადაზნაურობამ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ნაანდერძევი წყნეთის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 10 წლით შეიძინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „მეუფე ურიათა“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1913 წელს ლიხაურის საზოგადოების განყოფილების შემოსავლი 125. 19 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილისა და ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის საფლავებზე ძეგლების აგების შესახებ.