საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89709

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, ივნისის 23“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა პოემა „სამგორი“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“.

1950

ტიპი: ავტორობა

კრებული „ლექსები“ გიორგი ლეონიძემ შექმნა 1950 წელს.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა „ქართლის ბაღი“.

1951

ტიპი: ავტორობა

ლექსების ციკლი „ლიტერატურა და ხელოვნება“ გიორგი ლეონიძემ შექმნა 1951 წელს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-23 წლებში გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს გიორგი ლეონიძემ ცალკე წიგნად დაბეჭდა მამუკა ბარათაშვილის პოეტიკა „ჭაშნიკი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლიდან გიორგი ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში.

1944

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძეს ეკუთვნის სცენარი ფილმისა „ჯურღაის ფარი“, რომელიც 1944 წელს დაწერა.

1944

ტიპი: ღონისძიება

ლიტერატურის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის გიორგი ლეონიძე დაჯილდოვდა სტალინური პრემიით 1944 წელს.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სოლომონ მაქსიმეს ძე ცაიშვილი დაიბადა 1900 წლის 26 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს სოლომონ ცაიშვილი მიაბარეს სამრევლო სკოლაში.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სოლომონ ცაიშვილი ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ, რადგანაც სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა, კვლავ მასწავლებლობას დაუბრუნდა, ამჯერად სოფელ პატარძეულში.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-46 წლებში სოლომონ ცაიშვილი საქართველოს სახალხო ლიტერატურულ მუზეუმში სწავლულ მდივნად მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

სოლომონ ცაიშვილმა წერა დაიწყო 1918 წელს პუბლიცისტური, ლიტერატურული, ეთნოგრაფიული, პედაგოგიური და სხვა ხასიათის წერილებისა და ნარკვევების სახით.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლიდან სოლომონ ცაიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ლიტერატურული ხასიათის ნაშრომი.

1947

ტიპი: ორგანიზაცია

1947 წელს სოლომონ ცაიშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-32 წლებში სოლომონ ცაიშვილი იყო ჟურნალ „კულტურული მშენებლობის“ მდივანი.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1941 წლებში სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა გაზეთ „კომუნისტური განათლების“ რედაქციაში განყოფილების გამგედ.

1957

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ცაიშვილი გარდაიცვალა 1957 წლის 21 ნოემბერს თბილისში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლევან ასათიანი 1919 წლიდან, სტუდენტობის პირველივე წლებიდან თანამშრომლობდა იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებთან: „ლომისთან“, „ბახტრიონთან“, „მეოცნებე ნიამორებთან“.