რეგისტრირებული ფაქტები93611
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს ბელეტრისტი იასონ ნიკოლაიშვილმა სურამში სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა ნინო დავითაშვილმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა ელენე ანდრონიკაშვილმა სურამში სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ნინო დავითაშვილმა, ელენე ანდრონიკაშვილმა და შალვა დადიანმა ილია ჭავჭავაძის, ჯაჯუ ჯორჯიკიასა და სხვათა ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა შალვა დადიანმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 აგვისტოს სურამში იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით სამხიარულო საღამო უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 აგვისტოს სურამის საკრებულოს ბაღში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა ხაშურის სცენისმოყვარეთა დახმარებით წარმოდგენა გამართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, შესთავაზა, ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტატიანას კომიტეტისგან მიღებული ფულით სკოლასთან თავშესაფარი და სახელოსნო გაეხსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აგვისტოშო სოფ. ველისციხეში სტუდენტ ალ. ქათამაშვილის თაოსნობით ადგილობრივი უფასო სამკითხველოს სასარგებლოდ წარმოდგენა გამართეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბორჯომში იოსებ ჟივიძის ბენეფისი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 31 ივლისს ბათუმში ანა კავთელისა და ივანე ბარველის მონაწილეობით „ბრჭყალები“ უნდა წარმოედგინათ.

