რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებოს სამტრედიის თეატრალურმა წრემ, რომლის თავმჯდომარე იყო გ. გვარამაძე, მიზეზად დაღლილობა გამოაცხადა და მუშაობა შეწყვიტა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება, რომელიც ეხებოდა ზუგდიდის მაზრის სახალხო სკოლებში ქართული ენის სწავლებას, სავალალო მდგომარეობას ამ მხრივ და ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა გამგეობისთვის, წლის განმავლობაში სხვადასხვა საჭიროებისთვის, ასი მანეთის მიცემა. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობაზე. კეშილავას მოხსენების შემდეგ კრებამ მოისმინა თბილისიდან მოწვეული სახალხო სკოლების ზედამხედველის, გრიგოლ ბურჭულაძის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეთ ერთხმად გადაწყვიტეს, ყოველი ღონე ეხმარათ, რომ მომავალი სექტემბრისთვის გაეხსნათ დაბა ზუგდიდში პირველი დაწყებითი სკოლა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე პეტრე კედიამ შემოიტანა წინადადება, გადაეტანათ საფოსტო სალაროში შენახული განყოფილების ფული წვრილი კრედიტის საამხანაგო ბანკში. კედიას აზრით, ეს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა განყოფილებისთვის და კრედიტის ამხანაგობაც სარგებელს მოუტანდა მას. ამ საკითხის გადაწყვეტა კრებამ განყოფილების გამგეობას მიანდო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც კრებამ ერთხმად დაამტკიცა. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. 1913 წლის განმავლობაში დახარჯულა 25 მან. 50 კაპ., ხოლო სალაროში დარჩენილა 58 მან. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. 1913 წელს საწევროს სახით შემოსულა 243 მან., გამგეობის ინიციატივით გამართული სეირნობა-საღამოდან – 150 მან. 88 კაპ., სხვადასხვა პირებისგან – 53 მან., ზუგდიდის ბანკს შემოუწირავს 100 მან., აფრიკიანის სავაჭრო სახლს – 50 მან., ხაზინიდან ფულის სარგებელი ყოფილა 4 მან. 99 კაპ., 1912 წლიდან დარჩენილა 7 მან. 50 კაპ. სულ 1913 წელს შემოსულა 608 მან. 50 კაპ. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვით, განყოფილებას ჰყოლია 102 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების ახლად არჩეული პირები: ლავრენტი საბახტარიშვილი, ქეთევან ხერხეულიძისა, ნადეჟდა ტყეშელაშვილი, ნინა მღებრიშვილი და იოსებ კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების ახლად არჩეული პირები: ივანე ქავთარაძე, ნესტორ ცანავა, სამსონ თათარაშვილი, ევგენი შენგელაია და ბაგრატ უგულავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე ერთხმად აირჩიეს საზოგადოების წევრობის მსურველები. სულ კრებას ახალი წევრების ჩათვლით ესწრებოდა 32 პირი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ახალი წევრების მიღება, 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის დამტკიცება, მომავალი წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის წარდგენა, დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნა, თხოვნა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების შემოსავლის 20%-ის ზუგდიდელებისთვის დატოვების თაობაზე 1914 წელს. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. საზოგადოების წესდების მეშვიდე მუხლის თანახმად კრება კანონიერად ჩაითვალა, რადგან მას დაესწრო ხმის მქონე წევრების მეოთხედზე მეტი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: ლუბა დარასელია, პავლე ნადირაძე, ზინაიდა ჟორდანია და გრიგოლ ბეილინი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: გიორგი ხერხეულიძე, მართა ჟორდანია, აპოლინარია მაკალათია, მართა გოგოხია. სევერიანე დგებუაძე და ნესტორ დავითაია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: აპოლონ ჯიქია, პეტრე კედია, მიხეილ პატარაია და ანტონ ხაბურზანია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: ესმა ფაღავა, ივანე ოსიძე, ანდრია პატარაია და ნინა გეგელია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ საზოგადოების ხმის მქონე შემდეგი წევრები: აქვსენტი ფაღავა, კატო კედია, კლიმენტი ლორთქიფანიძე და სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს საღამოს 8 საათზე დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წლიურ კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია და ბაგრატ უგულავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმში განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ ჩაინიშნა, რომ კრება ღამის 11 საათზე დასრულდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია ვლადიმერ პახვალის ძე მირცხულავა, ილარიონ ბიგვავა და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ბათუ როსტომის ძე წულეისკირი, ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე, ალექსანდრე მეფიშვილი და ყათრან გიორგის ძე კიკიანი.