საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81477

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 თებერვალს ეფროსინე აღლაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი ვაჟისთვის უმაღლესი სასწავლებლის დასრულებამდე ყოველთვიური დახმარების გაგრძელება სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს მარიამ ევდოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის დაფინანსება სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ანდერძის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის იანვარში საზოგადოებაში შევიდა 6577. 3 მანეთი და დაიხარჯა – 5979. 1.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყოველი თვის პირველში გამგეობის ერთ-ერთ წევრს თავმჯდომარის დავალებით სალარო უნდა შეემოწმებინა. იანვრის შემოსავალ-გასავლის შემოწმება ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს დაავალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება პეტრე მელიქიშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეწირული წიგნების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის იანვარში საზოგადოებაში შევიდა საწევრო თანხა 241. 30 მანეთი, ზუბალაშვილების მიერ სტიპენდიებისთვის გაცემული – 1050, ბანკში შენახული ფულის სარგებელი – 896. 71, მაღაზიიდან – 3968. 81, ილია ჭავჭავაძის სახლის დასახსნელად – 80.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი თებერვლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტ შალვა ქიქოძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველი თებერვლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტროგრადის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1914 წლის 29 იანვარს ტიციან ტაბიძემ გიორგი მუმლაძეს მოსკოვიდან წერილი გაუგზავნა და შალვა დადიანის მისამართის გაგებაში დახმარება სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანა კაპანაძის თხოვნა სოფელში დასარიგებლად სასკოლო წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის საქველმოქმედო სკოლის გამგის მოხსენება ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის საქველმოქმედო სკოლაში ქართულ ენას კვირაში რვა გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგამომცემლო სექციის მოხსენება 1914 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 იანვარს იასონ მათეს ძე კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნები სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ახალი წესდების პროექტი დაათვალიერეს და ეთანხმებიან წესდებაში აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივ საზოგადოებას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდი მგოსნის, აკაკის სახელზე საკვირაო სკოლის გახსნა და საკუთარი შენობის აგება. მშენებლობა დაწყებული იყო და დიდ ხარჯს ითხოვდა. ხელს აწერს განყოფილების საპატიო წევრი სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: ვასილ ბეშკენაძე, ნიკო გელენიძე, ეფრემ ურიდია, სიმონ კონტრიკაძე, არქიფო ჯვარშეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, გიორგი ბახტაძე, ბესარიონ ვაშაკიძე, დიმიტრი ისიდორეს ძე მამალაძე, კონსტანტინე ჩაჩუა და ილიკო ბეჟანის ძე მგელაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილებას ერთი ბიბლიოთეკა ჰქონდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსი ხეიძე, იასონ სალუქვაძე, ივანე მენაბდე, არტემ ცინაძე, ლავრენტი ვარაძე, გრიგოლ კოლომიცი, კოლია გაჩეჩილაძე, ნიკო ჯამარაული, შაქრო მამაცაშვილი, სიმონ ჭანტურიშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სანდრო ბიბილაშვილი, ბიკტორ თოფურია, კოლია ნიკოლაიშვილი, ერმილე ანჯაფარიძე, ივანე გოგოხია, არჩილ გიგნაძე, არსენ ნაცვალაძე, პიმენ გოცირიძე, ფილიმონ თაკვარელია, ივანე თიკანაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: სერგო დვალიშვილი, სპირიდონ დანელია, იოსებ დანელია, ნესტორ საყვარელიძე, ექვთიმე ფილენკო, კირილე შოთაძე, გერმანე ჯვარიშეიშვილი, ავგუსტინე გერაძე, ფარსაგ ბაინდუროვი, ბესარიონ როგავა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: დიმიტრი მამალაძე, თეოფილე გოგიბერიძე, დიმიტრი ეპიტოვი, თომა ბოკუჩავა, ეფრემ ურიდია, ნიკო გელენიძე, გერასიმე მიტადაშვილი, კონსტანტინე (კოსტა) ჩაჩუა, სანდრო შონია, სტეფანე ბახია.