რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს აპარეკა გიორგის ძე არაბული ხევსურეთის ამბოხებაში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წელს ხევსურეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო დამნაშავედ თავი ცნეს მხოლოდ ღერენა და გიორგი ლიქოკელებმა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935-36 წლებში შინსახკომის ცენტრალურმა ორგანოებმა ხევსურეთში გაამწესეს თავიანთი სპეცრაზმი, რომელსაც ნიკო ბუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს სამსონ გამყრელიძე ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოს საამქროს ბრიგადირი იყო.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წელს ილია ნებიერიძის მიერ დაჭრილი სამსონ გამყრელიძე რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გუქიტი, ქეთევან ბესლანის ასული, ერაჯი ბესლანის ძე ქორქიები და საჩინო კონსტანტინეს ძე ჯავახია ნათესავებს გესლან ლომკაცის ძე ქორქიას გარდაცვალებას აუწყებდნენ. გამოსვენება და დაკრძალვა ქ. ფოთში, 24 აპრილს, 3 საათზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ძიმითში ვ.კილაძემ მოკლა გ. ხელაძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლ. სანდეცკიმ ყოველდღიური გაზეთის, „ბატუმსკი ლისტოკის“ გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ციმბირის მეოთხე მსროლელთა ბატალიონის პროპორშიკმა, ბრეტონმა თავი მოიკლა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოდინა, გაგა, გიორგი, ვეფხვია, სამძინარა, ბუბა, თამარი, ძილა და მზექალა ბურდულები ხევსურეთში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლნენ.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 6 თებერვალს არალი არუთინიანცს ფეხი აუცდა, ვაგონებს ქვემოთ ჩავარდა და გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად ბათუმის გამგეობის წევრად გრიგოლ ვოლსკი აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მსროლელთა ბატალიონის მახლობლად მდებარე ნადიროვის მამულები ღარიბ-ღატაკებმა და უსახლკაროებმა მიიზომეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ოსიაურში პავლე ამბაროვის საწვრილმანო დუქანს ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ბეთანოვი 22 აპრილს ნავთლუღში, მტკვრის პირას გარდაცვლილი ნახეს.

