რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1 აგვისტოს გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 25 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის აგვისტოში მალაქია იასონის ძე ჯაფარიძე და ანდრო ეგნატეს ძე თოდრია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.
1915
ტიპი: გარდაცვალება
ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე, წმ. ნინოს ლაზარეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივლისს დიმიტრი დავითის ძე მაღალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის სამეურნეო კურსებზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივლისს სოლომონ ზაქარიას ძე გენებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 ივლისს დავით სოკრატის ძე სულიაშვილმა ჟენევის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივლისს გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ ახალი სენაკის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდიის დასანიშნად მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივლისს ხარფუხის კლუბში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ანასტასია აბაშიძის, მარგარიტა ქილარჯიშვილის, ვალერიან გუნიას, გედევან გედევანოვის, ალექსანდრე იმედაშვილის, გ. იორდანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივლისს ხარფუხის კლუბში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, რეჟისორი – ვალერიან გუნია.

