საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92310

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 თებერვალს ვ. ი. ვოლკომირსკის ლექცია უნდა წაეკითხა თემაზე, შესაძლებელია თუ არა იარსებონ მცენარეებმა და ცხოველებმა ცის მნათობებზე.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის ცოლი იყო ნატალია ეფრემის ასული ქვლივიძისა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ხიმშიაშვილის როლი კოტე მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.

1892

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ავქსენტი ცაგარლის სამ კომედიას 60 კაპიკად ყიდდნენ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ბაჩანას „დაბადება და აღზრდა ერეკლე ბატონიშვილისა“ 15 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ლადო აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ხალხური ზღაპრები 30 კაპიკად იყიდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა იოსებ დავითაშვილის თხზულებანი ავტორის სურათით, ბიოგრაფიით და ფაქსიმილეთი 80 კაპიკად, ხოლო კარგი ყდით – მანეთად და 25 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა მელანიას მოთხრობა „ბნელო“ 40 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა შიო მღვიმელის „სამი ცელქი“ 20 კაპიკად და მისივე „ძუნწი“ – 13 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ფერაძის მიერ თარგმნილი „ამპარტავანი გიორგი“ 5 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სამი ტომი ავტორის სურათით და ფაქსიმილეთი 7 მანეთად.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში უნდა შემდგარიყო 18 თებერვალს.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძე იყო დიმიტრი გიორგის ძე ქვლივიძის ძმა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტროპაიძესა და აბულაძეს დუქნები ჰქონდათ ქარელის განაპირას.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხიდისთავის ბოქაული დეკანოზიშვილი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირილე ციციშვილი სოფელ ზემო ხვედურეთის მცხოვრები იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ერისთავს ქარელის განაპირას თავს დაესხნენ მჭედლიშვილი, თედოზაშვილი და ქვრივიშვილი და სცემეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თომა ციციშვილს საკუთარი ტყე ჰქონდა ქარელში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში დიმიტრი მაჩხანელის „ძმური სიტყვა“ იყიდებოდა 25 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი 45 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი სახალხო კალენდარი 10 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ცახელის ლექსები 20 კაპიკად.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.