რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში მსახიობი ზაქარია გომელაური თელავში მიიწვიეს ორ წარმოდგენაში მონაწილეობისთვის.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივლისში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე გიმნაზიის გამგემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში მიხეილ კავსაძე თავისი გუნდით სხვადასხვა რაიონში კონცერტის გასამართად კახეთში მიიწვიეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივლისში ომში დაჭრილი ლავრენტი იოსების ძე ბერიძე კიევის ერთ-ერთ ლაზარეთში მკურნალობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში მარო მდივანი ქართულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში ჩავიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ჰაიდარ აბაშიძემ აჭარლების შესახებ დასაბეჭდად მოამზადა კრებული,რომელშიც შევიდა ომის შემდეგ მათ შესახებ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ყველა წერილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ვასო აბაშიძე ხელოსანთა კლუბში „ციმბირელის“ წარმოდგენის დროს ცუდად გახდა და სპექტაკლი შეჩერდა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ზაქარიას ძე როსტომაშვილი 1915 წლის ივლისში ავსტრიის საზღვარზე მოკლეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივლისში პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი მსახიობი კირილე მაჭარაძე საქართველოში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „თამარ ბატონიშვილი“ ვალერიან გუნიას და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ივნისს ნინო გიორგის ასულმა ზალდასტანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის ქალთა უმაღლეს სამედიცინო ინსტიტუტში შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28-29 ივნისს გაიმართა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მორიგი საერთო კრება, რომელმაც განიხილა განვლილი 3 წლის (1912-1914) ანგარიში და აირჩია გამგეობა: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, იაზონ ბაქრაძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, სერგო რობაქიძე, გრიგოლ გიორგაძე, ბართლომე მოსეშვილი, სამსონ ყიფიანი, იაკობ ფანცხავა, გიორგი ტუსკია, რაჟდენ კანდელაკი, ილია ფირცხალაიშვილი.

