რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა არჩილ იოსების ძე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ლეონტი ნესტორის ძე რევიამ მოსკოვის ინსტიტუტის დასამთავრებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართული საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ევა ბრიუნელი, მ. კოლოტოვისა, პრესინსკაია, ვანო სარაჯიშვილი, იოსებ ტომაშევიჩი, ალექსანდრე ინაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში ელისაბედ ორბელიანის ორგანიზებით აჭარლების სასარგებლოდ მხატვრულ-მუსიკალური საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 13 ივნისს ვასო აბაშიძე გორში სპექტაკლის დროს ცუდად გახდა და 18 ივნისს თბილისში ჩამოიყვანეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 13 ივნისს გორში სპექტაკლ „ღალატში“ თამაშის შემდეგ ვასო აბაშიძე კულისებში ცუდად გახდა, დახმარება მსახიობს ექიმმა მიხეილ წინამძღვრიშვილმა აღმოუჩინა
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს გორში სპექტაკლის დროს ვასო აბაშიძე ცუდად გახდა. მას ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ 100 მანეთი გაუგზავნა.

