რეგისტრირებული ფაქტები81626
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1915 წლების სეზონისთვის შალვა ხონელი ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობად მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1915 წლების სეზონისთვის ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს შალვა დადიანი ელიობაზე ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაგეგმილ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
გიორგი გურული 1914-1915 წლების სეზონზე ჭიათურის სახალხო თეატრში სუფლიორად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ თარგმნა ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს დუშეთში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომლის გამგეობოს წევრებად აირჩიეს დ. კობიაშვილი, ს. ნამორაძე და გრიგოლ დავითის ძე მაისურაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი ზაფხულის სეზონისთვის მიიწვიეს ლიუშენში, პირინეის მთებში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მომღერალი მიხეილ ნანობაშვილი ზამთრის სეზონისთვის ვინცბურგში მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ევგენი კალანდაძემ საჯავახოს ბიბლიოთეკას თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ნინო გოგნიაშვილმა 1904 წლის ქართული საღამოს მხატვრული პროგრამა შესწირა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში კონსტანტინე ვასილის ძე ხუსკივაძე ცხენთაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.