რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წელს მამია გურიელს, დავით ერისთავსა და ნინო ორბელიანს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა სურდათ, მაგრამ ილია თვლიდა, რომ მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება არ ღირდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელთუბნის სკოლისთვის ხელსაქმის მასალის შესასყიდი თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა მღვდელ-მონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას წიგნისათვის „სარკე კაცის შინაგანი ცხოვრებისა, რომლის შემწეობით თვითეულს შეუძლია გასწორება თავისის სულიერ მდგომარეობისა“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ზაფხულში ელისაბედ ჭავჭავაძე მძიმე ავადმყოფი იყო, შიშობდნენ, რომ ქოლერა ჰქონდა. ილია ჭავჭავაძემ გასასინჯად მიუყვანა ცნობილი ინფექციონისტი ევგენი კრასნოგლიადოვი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 ივნისამდე ქართველთა ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მესამე ტომის ბეჭდვა დაიწყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტის დასაწყისში ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის ბეჭდვა დაამთავრა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილის წერილი „სახელდახელო ყბად-ასაღები და წყალ-წასაღები ამბავი“.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 15 მარტს ილია ჭავჭავაძე გოჩაჯიხაიშში ბესარიონ ღოღობერიძის დაკრძალვას დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს კავკავის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სასკოლო წიგნების მიწოდების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ეფრემის ძე მეტრეველი შტაბსკაპიტანი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მაქსიმე შარაძეს გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“, მოწმობების, ოფიციალური ბლანკების, მოსაწვევი ბარათებისა და ქვითრების დასაბეჭდად თანხა გამოუყეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა თონეთის სკოლისთვის წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის გაგზავნის საკითხი.

