რეგისტრირებული ფაქტები88875
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ 1914 წლის ანგარიშში ნაჩვენები ხარჯთაღრიცხვა მცდარი იყო. ბაქოს განყოფილების წლიური შემოსავალი 8342.99 მანეთს შეადგენდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს გრიგოლ ქებაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებაზე დაადგინეს, რომ 1914 წლის ანგარიშში საწევრო გადასახადი 432 მანეთის შეადგენდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს სახალხო თეატრში წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „ყაჩაღები“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს შაქრო ტალიკაძის ხელმძღვანელობით ბორჯომის თეატრში კონცერტი უნდა გაემართათ.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მაისს იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს „ოტელო“ ვალერიან გუნიას, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის (კორიშელის) და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს დუშეთში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ბერიშვილი, ვარ. სიდამონიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას ლექსები წაიკითხეს გრიგოლ რობაქიძემ, ნიკოლოზ ერისთავმა, ალექსანდრე იმედაშვილმა, ივანე ბუქურაულმა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებამ ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად წარმოდგენა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა ივანე სარაჯიშვილმა, ასევე მიხეილ კავსაძის გუნდმა.

