რეგისტრირებული ფაქტები93611
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 იანვარს სახალხო სახლში წარმოადგინეს შილერის „ყაჩაღები“, სპექტაკლის რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი შალვა დადიანი იანვრის დასაწყისში თეატრთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად თბილისში იყო ჩამოსული.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვასილ კირვალიძე ბალახნის საავადმყოფოში იწვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე ქუთაისში გასტროლებზე მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ნიკო გვარაძეს თავის ბენეფიზე უნდა დაედგა ახალი პიესა „ბედის ტრიალი“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად დანიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის რუსთაველის სამკითხველოს „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე მგელაძის თაოსნობით არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება დაარსდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის„თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის პატივსაცემად ქუთაისის დასს საღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკიფორე ჩხარტიშვილმა გურიაში ძიმითის სამკითხველოს „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შემდეგ ივანე მგელაძის თაოსნობით შეიკრიბა სცენისმოყვარეთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა თვეში ორჯერ ქართული წარმოდგენის გამართვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ამ. პირველის მოთხრობა „შურისძიება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვარს ვალერიან გუნიას ქუთაისის თეატრში სტუმრობის დროს „ბედის ტრიალი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 იანვარს აკაკის დაბადების დღეზე თბილისის ახალ კლუბში ვლადიმერ მესხიშვილისა და ნინო შიოს ასული დავითაშვილის მონაწილეობით „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 8 იანვარს სამეურნეო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტმა, ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად დავით სარაჯიშვილის ან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 იანვარს მიხეილ გიორგის ძე ზაალიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

