რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წლიდან ლევან ასათიანი დაბრუნდა ჟურნალ „მნათობში“ და მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად 1945 წლამდე.
1949
ტიპი: თანამდებობა
1949 წლიდან ლევან ასათიანი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სილ. გიგიბერია თბილისში ფლობდა რესტორანს „კაფე პარიზი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 10 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა მიხეილ არციბაშევის პიესას „Ревность“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის „Орленок“-ს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ლეონ ისეცკი და მოლჩანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებდნენ კანიტინი, ბალაბანი, ზუბარევი.

