საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 მარტს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა დამსწრეებს წაუკითხა კავკასიის მეცხვარეთა ამხანაგობის წესდება. მისი შინაარსი დამსწრეთა ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადაიდო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელი აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ნ. რუბაკინის წიგნი „ბუნების საოცარი და მრისხენე მოვლენანი“ დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელი აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. რუბაკინის წიგნი „ბუნების საოცარი და მრისხანე მოვლენანი“ სევერიანე ჯუღელმა თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 მარტს დიმიტრი ნადირაძე დეპოს განყოფილების დასაარსებლად სოფელ მაღაროში ჩავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 მარტს ზაქარია ფავლენიშვილს სახლში ყაჩაღები დაესხნენ თავს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 30 მარტს ვადიმ აპოლონის ძე დუკელსკი ერთხმად აირჩიეს თბილისის საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების კრების თავმჯდომარედ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამია დავითის ძე გურიელის ლექსების კრებული დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 მარტს თელავის თვითმართველობის კრებაზე მიხეილ თათუზოვმა დამსწრეებს მოახსენა, რომ თვითმართველობის ზოგიერთი წევრი კრებებს აცდენდა, ეს კი მათ საქმიანობას აბრკოლებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 მარტს თელავის თვითმართველობის კრებაზე იმსჯელეს ისაკ გოშაძის შესახებ, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე კრება გააცდინა. ზოგიერთი წევრი თვლიდა, რომ გოშაძე ამის გამო უნდა დაეჯარიმებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 აპრილს ა. ი. სტოიანოვი ბათუმში გიმნაზიისთვის შენობის შესარჩევად ჩავიდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იულიანე ქავთარაძე სამტრედიის პოლიციის ბოქაული იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 აპრილს სამტრედიაში პოლიციის ბოქაულის, იულიანე ქავთარაძის გამოსამშვიდობებლად ვახშამი გამართეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 აპრილს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობამ სავაჭრო მასალების საწყობად და თავიანთი საქმეების წარმოებისთვის იორდანე სიხარულიძისგან ოთხი წლით იქირავა ქვითკირისა და ხის შენობები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თელავის მაზრაში მცხოვრები გლეხები სიღარიბის გამო ვერ ახერხებდნენ მიწების გამოსასყიდი გადასახადის დაფარვას. თბილისის სახაზინო პალატის მმართველმა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძეს მიმართა და სთხოვა, რომ მთავრობასთან ეშუამდგომლა იმისთვის, რომ გლეხებისთვის გადასახადის დასაფარად ხუთი წლის ვადა მიეცათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 29 იანვარს ავლაბარში გაიხსნა ახალი საავადმყოფო ქუნთრუშის სამკურნალოდ. საავადმყოფოს გახსნას კონსტანტინე სტეფანოვიჩი და ა. ა. ივანენკოც დაესწრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 იანვარს ი. რიდმა ქალაქის გამგეობის წევრებს შესთავაზა კვირა დღეს ვაჭრობისა და მუშაობის აკრძალვა. მისი თქმით, კვირაობით მუშაობის გამო ისინი ეკლესიაში იშვიათად მისვლას და ზიარებასაც კი ვეღარ ახერხებდნენ.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარი იაკობ სიმონის ძე ბეგოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი ალექსანდრე ბუკუჩავა ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარი ზაქარია ივანეს ძე ოჰანეზოვი ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმის მწარმოებლის თანაშემწე ელიზბარ ოტიას ძე ქაჯაია ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მილიციის პრაპორშჩიკი ალექსანდრე ბაგრატიონი შორაპნის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ბაგრატიონს, შორაპნის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს, სამოქალაქო მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1891 წელს სიკო ყაზახაშვილმა თელავის საპატიმროს წიგნთსაცავს წიგნები აჩუქა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ გრიქურ ფარნაოზის ძე კატანიანცი, კევორკ ხეჩოს ძე აკოფოვი, სარიბეკ არუთინას ძე მუშრუნოვი, ალექსანდრე ოჰანეზას ძე გრიქუროვი.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩანგრევისას გარდაიცვალნენ ისაკ ალექსის ძე მინასოვი, ბადალ ტერ-არუთინოვი, მაღაკია სემონოვი, პეტრუხ ოჰანეზოვი, ტიგრან ოჰანეზას ძე ბილბალოვი.