რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეკატერინე იოსების ასული ანთაძე ქუთაისის კერძო გიმნაზიაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია საგურამოს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სენატის გადაწყვეტილებით, პეტრე ნაკაშიძეს მაზრის მთავრობასთან შეტაკება ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ჰყიდდა გიორგი სოლომონის ძე ბებუთოვისა და მარიამ და ნინო სოლომონის ასულ ბებუთოვების თბილისში, ფრანგების სასაფლაოს აღმართზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სალომე გიორგის ასულ ედიგაროვისა და ნიკოლოზ, ვასილ და კონსტანტინე სოლომონის ძე ედიგაროვების თბილისში, პატარა პოლიციის ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ გოგინაძესა და ბარბარე, აგრაფინა და მარიამ გრიგოლის ასულ გოგინაძეებს თბილისში, ყრუ ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ გოგინაძისა და ბარბარე, აგრაფინა და მარიამ გრიგოლის ასულ გოგინაძეების თბილისში, ყრუ ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ჰყიდდა ოლგა დიმიტრის ასულ ჩიჯავაძის ნავთლუღში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ბაღითა და მიწის ნაკვეთით.