რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან მიიღო მივლინება პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანი იყო კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლისთავზე ქალაქის თვითმმართველობას მიმართა, რომ ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დარქმეოდა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა ვასო აბაშიძეს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს მისალოცი ბარათი გაუგზავნეს, რომელსაც შუაში იაკობ ნიკოლაძის ნახატი ამშვენებდა. ბარათს ხელს აწერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვ.
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1937 წლებში ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპში“ პარტიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 5 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ ილია ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მღვდელმსახურების 40 წლის იუბილეს მილოცვისთვის.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1930 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის კოოპერატიული გაერთიანების კავშირში ინსტრუქტორის თანამდებობაზე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივანე გრიგოლის ძე პაპასკირი დაიბადა 1902 წლის დეკემბერში ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რევაზ გაბაშვილი, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა ჯარის ორგანიზაციის მისეული მეთოდების გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელსაც ხარჯები უნდა დაემტკიცებონა 10 მილიონიანი ფონდიდან. ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრის შედეგად კანონპროექტი მიღებულ იქნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის სხდომა საღამოს 5 საათზე დაიხურა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სასურსათო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ვასილ იოსების ძე არდიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე მიხეილ თაქთაქიშვილი გადადგა თანამდებობიდან.

