საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81861

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე ვერის წმინდა იოანეს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე შავი ქვით ვაჭრობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული საკითხები ხელმოწერით დაადასტურეს საზოგადოების წევრებმა: ივანე რატიშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველიდან 27 მარტამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 6734.34, ხარჯი კი — 3348.3 მანეთი იყო. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველიდან ოცდაშვიდ მარტამდე საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3933.4, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განხილული საკითხები ხელმოწერით დაადასტურეს საზოგადოების წევრებმა: ვალერიან ლორთქიფანიძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვებმა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გიორგი წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ შავი ქვის მადნეული კავკასიიდან საზღვარგარეთ პირველად 1878 წელს გაიტანეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაზე ნოე ჟორდანიას განუცხადებია, რომ არმიის რეგულაცია შეუძლებელი იყო დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნოე ჟორდანიას განცხადების თანახმად, საქართველო ომის დამთვარებისთანავე გადადიოდა სახალხო მილიციის სისტემაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ვ. ფონ ლევენშტეინი იყო ექიმი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელ იანვარს მთავრობის განკარგულებით გიორგი ქართველიშვილისთვის წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენის გადაცემა გადაწყდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ ნიგოითის სამკითხველოს დამაარსებელმა დიმიტრი მაჭუტაძემ სამკითხველოსთვის წიგნებისა და ფულის შემწირველებს მადლობა გადაუხადა. კ. კიკიანის, დიმიტრი კალანდარიშვილის, მ. ორმოცაძისა და გერასიმე ჟოჟიკაიშვილის მიმართ მაჭუტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს პროკოფი ფირცხალაიშვილი, ბესარიონ ასკურავა, ლევან გოგუაძე, ერმალაოზ ორმოცაძე, ესტატე მშვიდობაძე და მოსე წულაძე ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს მოსე ფირცხალაიშვილი, ბესარიონ თავდიშვილი, მათე გორგილაძე, ირაკლი ართმელაძე, კონსტანტინე ნარსია და სოფრომ თავდიშვილი ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს მასიკო აროშიძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, თარხან ორმოცაძე, ექვთიმე ჟოჟიკაიშვილი, პავლე სამსონია და გაბრიელ სამსონია ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ა. ორმოცაძემ, ი. ქორიძემ, მ. ორმოცაძემ, კ. ართმელაძემ, ი. ნიკოლაიშვილმა, დ. ნარსიამ, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ და ა. მიქელაიშვილმა ნიგოითის სამკითხველოს წიგნები შესწირეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ გამოსცეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვარლამ ჭიჭინაძის წერილი სამეურნეო საზოგადოების შესახებ.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს დიონისე თავდიშვილი, მიხეილ ჟოჟიკაიშვილი, კონსტანტინე კალანდარიშვილი, გიგო ხალვაში, რაფიელ მგელაძე, გიგო მშვიდობაძე და გერასიმე ჟოჟიკაიშვილი ნიგოითის სამკითხველოს წევრები იყვნენ.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს იაგორ სიმონოვი თელავის საპატიმროს განყოფილების დირექტორი იყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გ. წერეთლის სტატია „შავი ქვის წარმოება დასავლეთ საქართველოში“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ნიკოლოზ კულიჯანოვი სიღნაღის საპატიმროს დირექტორი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვის წარმოება პირველად აკაკი წერეთელმა დაიწყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მაისს ექვთიმე ხელაძემ ალექსანდრე ოქროპირიძეს შიომღვიმის მონასტრიდან მიმართა და საეკლესიო მოღვაწეობის 35 წლისთავი მიულოცა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს დარბაზში უნდა გაეყიდათ ეკატერინე სიმონის ასული ერისთავის მამული, რომელიც სოფელ ჩოხატაურში მდებარეობდა.