საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81861

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოიცა გიორგი იოსელიანის წიგნი „მოკლე ფორმალური ლოღიკა”.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტამბოლიდან დაბრუნდა დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც ბათუმის მაზრის საადგილმამულო საბუთები ჩამოიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10374.18 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 8855.95, წიგნებისთვის კი — 1181.58 მანეთი .

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. პირველიდან ოც მარტამდე საზოგადოებას ნაღდი ფულით — 4015.82, ქაღალდებით კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველიდან 20 მარტამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 3442.95 მანეთი იყო, ხარჯი კი — 2482.90 მანეთი. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მარტში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე კვერკველაძეს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომას დაესწრნენ: ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, და გრიგოლ ყიფშიძე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს გიორგი ქართველიშვილი თბილისის საპატიმროს კომიტეტის დირექტორი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ვასილ ალექსანდრეს ძე მასხულია, მიხეილ მასხულია, ზაქარია კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, თამარ გიორგის ასული მაჭავარიანი, ვლადიმერ მაჭარაშვილი, ანა მარჯანოვი, კორნელი ლუკას ძე მაღრაძე და ქეთევან მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ელენე მახარაძე, ოლღა გრიგოლის ასული მგელაძე, ნინო მგელაძე, დავით მდივანი, ილია მესხი, ნესტორ ლევანის ძე მესხი, გიორგი მეიფარიანი, პროკლე ილიას ძე მილორავა და პავლე მეფისაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას გადახდილი ჰქონდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ალექსანდრე მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ლევანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ექვთიმეს ძე ლორთქიფანიძე, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე, აბესალომ ლორთქიფანიძე, ტარასი დავითის ძე მამალაძე, ილია მანდარია და არიმონ მარჯანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სინოდს მოეწონა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ და სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში ამ გრამატიკის სწავლება გადაწყვიტა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხესა და ახალქალაქში მოგროვებული 23. 36 მანეთი გადასცა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „კავკასია“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე ჩუდეცკი დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს აღათი მაჭუტაძემ, ბარბარე წულუკიძისამ, ევ. კიკიანმა, ვ. სურგულაძემ, ნ. სურგულაძემ, კ. ჭყონიამ და ა. გეგეჭკორმა ნიგოითის სამკითხველოს წიგნები შესწირეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მწარმოებელ კოოპერატივთა საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე ციციშვილმა წაიკითხა მოხსენება დარგის ამხანაგობებისა და კოოპერაციების დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ გადასახადთა მომატების განხილვის საკითხის საფინანსო კომისიისთვის გადაცემა მოითხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გამართულ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველ კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს: ა. ა. ეგოროვმა, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილმა, ე. კაკულიამ და ვასილ ილიას ძე რცხილაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთიდან შეატყობინეს, რომ დაიჭირეს და გამომძიებელს გადასცეს ცნობილი ყაჩაღები ჩოხელი და ხარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დუშეთში დაკავებულ ყაჩაღებს, ჩოხელსა და ხარიჭაშვილს, სხვადასხვა მკვლელობა ბრალდებოდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრო განიხილავდა კრუნისლავ გერუცის მოხსენებას საზღვარგარეთ სესხის აღების შესახებ სამეურნეო იარაღების შესაძენად.