რეგისტრირებული ფაქტები81880
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 17 დეკემბერს აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდია ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმში წიგნების საწყობის გახსნას და მთავარი გამგეობის გამოცემების მონოპოლიური უფლებით დათმობას სთხოვდა. სანაცვლოდ საზოგადოების ბათუმის განყოფილების ქართული სკოლა 10% საკომისიოს მიიღებდა.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 17 დეკემბერს ქალაქის თვითმმართველობის მოხელემ, აქვსენტი ფილიპეს ძე გამსახურდიამ ბათუმში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გახსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 დეკემბერს სამოსამართლო პალატას უშანგი მგალობლიშვილის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 17 დეკემბერს ბაქოში ვარლამ ლევანის ძე გელოვანის ვაჟი გიორგი (გია) გელოვანი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 17 დეკემბერს სოფ. ბაღდათის საავადმყოფოს ფერშლის, გელცმანის ქალიშვილმა თავი მოიწამლა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 17 დეკემბერს წალენჯიხაში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის საქმისმწარმოებლად გ. თვალთვაძის დანიშვნა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 დეკემბერს წალენჯიხაში შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის დაარსება გადაწყვიტეს. ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარედ კ. მეუნარგიას დანიშვნას აპირებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ დ. ბაქრაძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კონსტანტინე გოცირიძე გაამართლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კ. ლორთქიფანიძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ლ. კოკოჩაშვილს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბერს მოსკოვის სამომხმარებლო საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დასასწრებად იასონ გაბილაიას გაგზავნა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა სილიბისტრო ხუნდაძემ ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად 2 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 და 16 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის ახალი პიესა „ციცინათელა“ უნდა წარმოედგინათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. მ. კირაკოზოვსა და ბ. გ. ოგანოვს 7 დღით იაფი ვაჭრობა უნდა გაემართათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ბერეკაშვილი ამთავრებდა ჰენრიკ იბსენის დრამის „მოჩვენებანის“ თარგმნას. ამ დრამის ორი თარგმანი იყო უკვე ქართულ ენაზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აბაშის ბოქაულმა აბაკაროვმა მომხმარებელი საზოგადოების გამგეობას საყასბოს გახსნა აუკრძალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პ. ივანოვმა მეაბრეშუმეობის სადგურის რეორგანიზაციის პროექტი შეიმუშავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მასწავლებელმა ვასილ ქობულიამ ბანკში მუშაობაზე უარი თქვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ერმოლაოზ კანდელაკმა მოსახლეობას ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად თანხის გაღება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბერს სოფ. გორის მცხოვრები ილარიონ მჟავია შვილთან ერთად ქუთაისიდან სოფელში ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა მამა-შვილს 15 მანეთი წაართვა და ნაჯახით სასიკვდილოდ დაჭრა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 15 დეკემბერს გომის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე სოლომონის ძე მეტრეველი გარდაიცვალა.