რეგისტრირებული ფაქტები89557
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის გამგე და პირველი კლასის პედაგოგი იყო. კლასში 51 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მართა ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეორე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 35 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თამარ ასლანის ასული გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მესამე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 23 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეოთხე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 16 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ ვაგზლის რაიონში სამკითხველოს გახსნა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 თებერვალს ნაძალადევის რაიონმა აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების თავმჯდომარედ მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ბაქოში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში, აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ დაადგინა, აკაკი წერეთლის დაკრძალვამდე ყველა ღონისძიება გადაედოთ და ყველა გაზეთისთვის სამგლოვიარო დეპეშები გაეგზავნათ.

