საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81990

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი თავის ნოტაში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინს აცნობებდა, რომ საქართველოს მთავრობა უარყოფდა სახალხო კომისართა საბჭოს ბრალდებას, თითქოს საქართველოს მოკავშირეებთან მოლაპარაკების მიზანი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკის წარმოება იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას გ. კ. ალშიბაიამ და გ. ი. გველესიანმა 5-5 მანეთი შესწირეს, ს. ვ. ჯორჯიკიამ და ს. გ. ტერტეროვმა – 3-3 მანეთი.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს ვენერა სიოს ასული ბერიძე-წერეთლისა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატია „მავნებელი ჩვეულება.“

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძეს ხონის ქალთა წრეში რეფერატი უნდა წაეკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატი სპირიდონ კედია წინააღმდეგი იყო საპროპაგანდო კომისიისთვის 2 მილიონის გამოყოფისა, ვიდრე მე-3 მუხლის შესახებ შეთანხმება არ მოხდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატ სპირიდონ კედიას დაუშვებლად მიაჩნდა, რომ დამფუძნებელი კრების უმცირესობის ფრაქციის წარმომადგენელს პროვინციებში თავისი პოლიტიკური იდეების წინააღმდეგ ელაპარაკა და აგიტაცია გაეწია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. ფედერალისტი თევდორე ღლონტი პოლიტიკური ბრძოლის გაჩაღებას მოითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საპროპაგანდო კომისიის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდნენ, თუ ყველა ფრაქციის წევრი პრინციპად მიიღებდა, რომ ისინი პროვინციებში ივლიდნენ დამფუძნებელი კრების დასაცავად და არა მის წინააღმდეგ სააგიტაციოდ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ გომის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი სასწავლო წიგნებისა და ნივთების გამოგზავნა: 1 ეგზემპლარი ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 5, გრიფელის დაფები – 5, მიხ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ მე-2 ნაწილი – 2, ევტუშევსკის „მათემატიკის გამოცანათა კრებული“, პირველი ნაწილი – 1 ეგზემპლარი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი კონსტანტინე ტყეშელაშვილი იუწყებოდა, რომ იღებდა ვენერიულ, კანის და სიფილისიან პაციენტებს საკუთარ საექიმო კაბინეტში მიხეილის საავადმყოფოსთან, პლეხანოვის N5-ისა და ბელგიის N1-ის კუთხეში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მისწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ და შესთავაზა, რომ ის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევამდე ჩამოსულიყვნენ თბილისში, საგანგებო თათბირზე მდგომარეობის განსახილველად და შეთანხმების პირობების გასარკვევად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 8 თებერვალს თბილისის საბჭო განიხილავდა თამამშევის, ივანენკოსა და ანანოვის განცხადებას ცხენის რკინიგზის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასში მასწავლებლები იყვნენ: თავ. ხელ. ა. ნ. ყარაშვილი, თავ. ხელ. ი. ი. ფიშბერგი, თავ. ხელ. ვ. ა. მეტელნიკოვისა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის როიალის კლასში მასწავლებლები იყვნენ: მ. მ. ავალიანი, თავ. ხელ. ე. გ. აბელაშვილი-ყარანგოზიშვილისა, ო. მ. ბერგ-პივოვაროვისა, თავ. ხელ. ლ. დ. ვოლგმანისა, თავ. ხელ. პოლტარაცკაია-მადატოვისა, თავ. ხელ. რ. ე. ხოსროევისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა აცხადებდა, რომ 18 იანვარს, 12 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო მამა დავითის ეკლესიაში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდები გაიმართებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭო აცხადებდა, რომ 25 იანვარს, 12 საათზე დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, ლალიონის, არჩილ ჯორჯაძის, ალექსანდრე ყიფშიძისა და სხვათა გასახსენებლად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 10 იანვარს, დილის 10 საათზე,სოფელ ჯურუყვეთის ეკლესიაშიგაიმართებოდა დიმიტრი ელიჩუხუს ძე გიგინეიშვილის სულის მოსახსენებელი წლის წირვა და პანაშვიდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 და 27 იანვარს თბილისში ჩამოსული იმპრესარიოს, ა. ლევიტოვის კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ ცნობილი მომღერალი სობინოვი, ასევე კოდიტოვი და ბალერინა ლიდია ჯონსონი თავის პარტნიორ ალფეროვთან ერთად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ამერიკის ახლად დანიშნული კონსული ჩარლზ მოზერი ყოფილმა კონსულმა დულიტლმა წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ბარონის ქუჩაზე მდებარე შენობის მშენებლობაზე დასაქმებული 7 სომეხი მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა. ყველაზე მეტად ასატურა მანუკიანი დაშავადა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით ალექსი ედილაშვილი სოფელ ჭობისხევში მეველედ მუშაობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს ალექსი ედილაშვილმა მამა-შვილ ბესო და გიორგი მახარაშვილებს მათივე საქონლის სანაცვლოდ 8 მანეთი მოსთხოვა, რის გამოც მათ იჩხუბეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ივლისს ალექსი ედილაშვილმა ბესო მახარაშვილისთვის ნასროლი ტყვიით ლექსო ლომსაძე მოკლა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში, ქუთაისის გიმნაზიასთან მდებარე ქარხანაში გაჩენილი ხანძრის დროს, ბოქაულ მიქელაძეს ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა და ძლიერად დაშავდა.