საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89767

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ნაწერები პეტრე ჭარაიას ჰქონდა განხილული.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ნაწერები განხილული ჰქონდა სანოს (სტეფანე ჭრელაშვილს).

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ნაწერები ალექსანდრე ხახანაშვილმა განიხილა წიგნში „Очерки по истории грузинской словесности“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილმა დაწერა წიგნი „Очерки по истории грузинской словесности“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დაწერა კომედია „ეშმაკების ბუდე“.

1930

ტიპი: სახელი

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ რომანოზ ფანცხავას ჰქონდა ფსევდონიმი ხომლელი.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამ გაგუა წულუკიძეზე გათხოვილ დადიანის ქალს წაუყვანია წულუკიძეებთან და მთელი ბავშვობა იქ გაუტარებია.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამ გაგუა ბავშვობაში ჯერ წულუკიძეებთან იზრდებოდა, მერე კი წულუკიძის ქალის ქმრის, აბაშიძის ოჯახში გადასულა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მარიამი ადრეულ ასაკში აბაშიძეებთან ცხოვრობდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან წერა ადრეულ ასაკში დაიწყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დუტუ მეგრელის გვიანდელი პერიოდის ლექსები უმეტესად მისი პირადი განცდის ერთგვარ დღიურებს წარმოადგენდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ლექსები რუსულ ენაზე ნათარგმნი ჰქონდა „ივან და მარიას“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი მაისში უცხოური გაზეთის წარმომადგენლებსა და რედაქტორებთან პოლიტიკური ხასიათის შეხვედრების შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საუბრობს მაისში ინიცირებული შუამდგომლობის შესახებ ვარშავაში ქართული ენის კათედრის გასახსნელად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს გაუგზავნა წერილი, მინისტრს ატყობინებდა, რომ ლტოლვილების ჩამოყვანის საკითხი ისევ მოუგვარებელი დარჩა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 3 ივნისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ ევგენი გეგეჭკორს წერილი გაუგზავნა აღმოსავლეთის ინსტიტუტში ჩატარებული ლექციების შესახებ, რომლებსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 19 მაისს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის საუბრობს ლტოლვილების გაუსაძლის მდგომარეობაზე და ითხოვს მასალების მიწოდებას იმ დევნის შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 27 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა დუტუ მეგრელს №244 მიმართვის სახით დაავალა ავტობიოგრაფიული შენიშვნების დაწერა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 20 მაისს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა ვარშავაში მთავრობის წარმომადგენელ იოსებ სალაყაიას მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის გამგეს მისწერა, რომ მიესალმებოდა მთაწმინდის პანთეონის მახლობლად ალექსანდრე გრიბოედოვის მუზეუმის გახსნის იდეას.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის გამგეს მისწერა, რომ კარგი იქნებიდა, ალექსანდრე გრიბოედოვის მუზეუმის მსგავსად, მთაწმინდის პანთეონის მახლობლად გახსნილიყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვასო აბაშიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ცაგარელის მუზეუმებიც.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ გაზეთი „ქართული მწერლობა“ ძველებური რეგულარობით ვეღარ გამოიცემოდა და ეცდებოდა, მისი მოგონებები რომელიმე სხვა გამოცემაში დაებეჭდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ სანდრო შანშიაშვილთან ერთად გაეცნო მის მოგონებებს, რომელიც მათ ვუკოლ ბერიძემ გადასცა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 4 მაისს მარიამ მაჭავარიანმა შვილს, სერგო კლდიაშვილს, სიმონეთიდან მისწერა, რომ მის წერილში ნახსენები თანხა, 300 მანეთი, ჯერ არ მიეღო.