რეგისტრირებული ფაქტები89553
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.
1857
ტიპი: ავტორობა
1857 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ემილ ლენცის სახელზე განცხადება შეიტანა, ითხოვდა, რომ გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩაერიცხათ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 18 ივნისს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის ნებართვის მისაღებად კავკასიის საცენზურო კომიტეტში შეიტანა განაცხადი. გაზეთი 1877 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გამოსულიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილი თურქულიდან თარგმნილი თხზულება „ძმა-მამალი“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანის, ალექსი ჭიჭინაძისა და იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად 1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე დაენიშნათ.
1853
ტიპი: ღონისძიება
1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.

