რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს, თედო სახოკიას ბავშვობაში, სამეგრელოში „კეთილშობილთა“ ოჯახში ბავშვის გამზრდელ გლეხს „მორდუს“ ეძახდნენ.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლიდან თედო სახოკიას, ძიძა ირინა ლატარიასთან ერთად, ზრდიდა მამამძუძე, უთოთია იოსავა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია იგივე გარემოსა და პირობებში იზრდებოდა, როგორშიც გლეხის შვილები.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში თედო სახოკიას უბედური შემთხვევის შედეგად მაჯა დაეწვა ცეცხლზე და დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა ხელზე.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს შიო არაგვისპირელმა ვერ მიიღო სამრევლო მასწავლებლის ადგილი, რომელიც მასზე ნაკლებ განსწავლულებსა და მომზადებულებს შეხვდათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ შიო არაგვისპირელს, გაუბედავს ბავშვობიდან, მოკრძალებულსა და მორიდებულს, მეტად გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება და თავისი მომავლის განსაზღვრა.
1889
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვისპირელი თვლიდა, რომ 1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მისი მხრიდან დიდი უსინდისობა იქნებოდა მღვდლის ანაფორის მორგება, რადგან რწმენისგან დაცლილი თავსაც მოიტყუებდა და სხვასაც.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ შიო არაგვისპირელს აღარ უნდოდა მამის კვალს გაჰყოლოდა და მღვდელი გამხდარიყო, რადგან იმ დროისათვის რწმენის ნატამალიც აღარ შერჩენოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ შიო არაგვისპირელი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, რადგან ცხოვრებისეული სიძნელებისთვის მომზადებული არ იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიის მეექვსე კლასში სწავლობდა, როცა რექტორმა სასწავლებლის პანსიონიდან გამოაგდო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელი კლასიდან გარიცხვას ვასილ ბარნოვის წყალობით გადაურჩა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ შიო არაგვისპირელის კლასში სულ ოცდაორი ბავშვი დატოვეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს შიო არაგვისპირელის კლასი თბილისის სასულიერო სემინარიაში საკმაოდ შეათხელეს სემინარიის რექტორის მკვლელობის შემდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წელს შიო არაგვისპირელსა და მის მეგობრებს შეებრალათ ყოფილი ამხანაგი, სოსო ლაღიაშვილი, რომელმაც სემინარიის რექტორი ჩუდეცკი მათ თვალწინ გამოასალმა სიცოცხლეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, იგი განცალკევებით იდგა და ერიდებოდა იმ ათასგვარ სისაძაგლეს, რაც იქ ხორციელდებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, აქ სასწავლებლად მთელი საქართველოდან სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლიდან ჩამოდიოდნენ.

