რეგისტრირებული ფაქტები91070
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთლის დაკრძალვაზე ჩამოვიდა შალვა დადიანი, როგორც ბაქოს დრამატული წრის წარმომადგენელი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის შემდეგ, თბილისის 40-მდე მეპურე პოეტის საფლავთან შეიკრიბა და სანთლები დაანთო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეს, კრასნოვოდსკში მყოფი ქართველები შეიკრიბნენ და აკაკის სულისთვის ილოცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს ხაშმელ მგალობელთა გუნდმა დიდუბის პანთეონში დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის თებერვალში სარიყამიშის მხარეში დაჭრილების მოვლის დროს ვარლამ გელოვანს სახადი შეეყარა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 თებერვალს ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების მდივანი გახდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 თებერვალს სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა კლდეში (ახალციხის მაზრა), ქობულეთში, სამეგრელოსა და ქართლში ახალი სკოლების აშენებას ითვალისწინებდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლო სექციის 1915 წლის სამოქმედო გეგმა პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდას – ჯამაგირის მაქსიმუმ-მინიმუმი ზღვრისა და საპენსიო ფონდის დაწესებას ითვალისწინებდა. ოქმს ხელს გრიგოლ იესეს ძე ბურწულაძე აწერდა.

