რეგისტრირებული ფაქტები89553
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას დაესწრო, რომელზეც ბანკის წესდების საკითხები განიხილეს.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის მონაწილეობით სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის გაზაფხულზე მსახიობმა ეფროსინე ყიფიანმა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“ წაიკითხა, კორდელიას როლი ისწავლა და სცენაზე მისი თამაშის სურვილი გამოთქვა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სახლ-კარისა და მოსავლის დასახედად საგურამოში ავიდა.
1875
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1875 წლის მარტში ილია ჭავჭავაძესა და ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს უთანხმოება მოუვიდათ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წლიური ანგარიში და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის საკითხი განიხილეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ შემოსავლის 35% ვაზის ავადმყოფობასთან, მილდიუსთან ბრძოლასა და სასოფლო სამეურნეო გამოფენის მოწყობას მოხმარებოდა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის თებერვალში თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლმა, მარიამ დავითის ასულ დიასამიძემ და შვილებმა, ზაალ და ხორეშან გურამიშვილებმა, სამემკვიდრეო დავა წამოიწყეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ვასილ ლვოვის ძე ველიჩკომ ილია ჭავჭავაძეს თავისი წიგნი „აღმოსავლური მოტივები (ლექსები)“ აჩუქა.

