რეგისტრირებული ფაქტები89553
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1885 წლებში გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი გაზეთ „დროების“ გამომცემელი იყო.
1882
ტიპი: ნასამართლეობა
1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ სერჟპუტოვსკის საჩივრის გამო კორესპონდენციის ავტორ ივანე აბაშიძეს ერთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 14 ნოემბერს ნიკოლოზ ლიხაჩოვმა თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ დახმარება გაეწია ლითოგრაფ იაკობ უტვენკოსთვის, რომელსაც თამარ მეფის სურათის დაბეჭდვა სურდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ქართული მეცნიერული ტერმინების შემმუშავებელი კომისიის კრების საქმიანობაში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზ. „დროების“ რედაქტორის უფლებამოსილების სერგეი მესხისთვის გადაცემის თაობაზე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა.
1882
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1882 წლის 8 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა წერილობით შეატყობინა ილია ჭავჭავაძეს, რომ არ მოსწონდა გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერდნენ სტატიებს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866-1887 წლებში დავით ციციშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლის მოურავი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე ნუშიკო სუმბათაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო და იოსებ ცხვედაძეები სასწავლებელს ეწვივნენ.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 22 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ რუსეთის შიდა ვაჭრობის ბანკთან მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა და პორტრეტების, გაზეთებისა და წიგნების შესაძენად 250 მანეთის გაგზავნა სთხოვა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე ოდესაში ჩავიდა და იქიდან ორ დღეში მოსკოვში გაემგზავრა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი სათავადაზნაურო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე მოსკოვიდან პოლტავაში გაემგზავრა.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოურავი იყო მისი დისშვილი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე აფხაზი.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 14 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკი ესტუმრა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის თავად-აზნაურთა ბანკის გამგეობასა და საგარეო ვაჭრობის ბანკთან ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების თანახმად- ეს ბანკები თბილისის ბანკის გირაოს ფურცლებს 6%-იანი სარგებლით მიიღებდნენ.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 6 იანვარს თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო, ამიტომ სიმამრის დაკრძალვას ვერ დაესწრო.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას, რომელზეც საწევრო გადასახადებისა და ბანკის წევრად მიღების საკითხები განიხილეს.

