რეგისტრირებული ფაქტები88256
სორტირება თარიღი კლებადობით
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ მოსკოვში მისი ორი ახალი კრებული, „ზღვარზე“ და „ფერფლი“ იბეჭდებოდა, რომლებსაც მას და ნინა მაყაშვილს მალე გაუგზავნიდა.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას მისწერა, გადაეხადათ მისთვის სამთვიანი სახელფასო დანაკლისი, 350 მანეთი, რათა ვალები გაესტუმრებინა და ყოფითი პრობლემები მოეგვარებინა.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას შეატყობინა, რომ ფედერაციაში მუშაობის ათი წლის მანძილზე დაუგროვდა ბინის ქირის ვალი 400 მანეთის ოდენობით, რის გამოც, სახლიდან გასახლება ემუქრებოდა.
1929
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მას ღვთისმეტყველების კურსზე მეტად იზიდავდა ჩერნიშევსკის, ბაკუნინის, დარვინისა და ტეილორის ნაწარმოებები.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას 6 წლიდან უხდებოდა ხბორების მწყემსვა და ტყიდან შეშის მოტანა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი 6 წლიდან ეხმარებოდა დედ-მამას სოფლის საქმეში.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, გიორგი ჯანაშვილი.

