რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძე, დავით გიორგის ძე ხართიშვილი და შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ანეტა კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გლეხებში გასავრცელებლად წიგნები და რვეულები სთხოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია საზოგადოების ხარჯით შენახული ბიბლიოთეკებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია ადგილობრივთა ინიციატივით ბიბლიოთეკის მხოლოდ ბინის და გამგის ჯამაგირის გარანტიის არსებობის შემთხვევაში გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა სამ საათსა და ორმოც წუთზე. მისი გაგრძელება კი დაინიშნა კვირა დღეს, 30 ნოემბერს, დილის 10 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ბიბლიოთეკა კონკრეტული სოფლის, რაიონის თუ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით იმ შემთხვევაში გაეხსნათ თუ იგი გამგეობას ბიბლიოთეკის შენობისა და გამგის ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიას მისცემდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც ბუნდოვანი სურათების საშუალებით გამართავდა ლექციებს, სახალხო კითხვებსა და საუბრებს. უმეტესად, სამეურნეო დარგის შესახებ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობასთან არსებული ბიბლიოთეკების მომწყობი სექციის დადგენილებით, ისინი უნდა გახსნილიყო იმ სოფლებში, სადაც სკოლები არსებობდა. გამგეებად კი დანიშნულიყვნენ სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც ჯილდო უნდა დანიშვნოდათ და საერთო ჯამში საზოგადოებას 16 კარგად მოწყობილი სამკითხველო ჰქონოდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი იყო გამგეობის წევრი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კერძო პირების მიერ ბიბლიოთეკების დაარსების საქმის მოსაწესრიგებლად გამგეობას დამაარსებლისგან მათი კარგად მოწყობის გარანტია უნდა მოეთხოვა. თავად გამგეობას სკოლებთან ერთად ჯეროვნად უნდა მოეწყო ბიბლიოთეკები.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კავთისხევის ბიბლიოთეკა და წვრილი კრედიტის თანამშრომლები ერთ შენობაში იყვნენ მოთავსებულები და ადვილი შესაძლებელი იყო მათ ლუდი მიეტანათ სამსახურში, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა გამგეობის დაუდევრობად არ უნდა ჩაეთვალათ და არც სამკითხველო მოენათლათ ლუდხანის სახელით.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გამგეობას თბილისიდან სოფლის ბიბლიოთეკისთვის ისე მიექცია ყურადღება, რომ არ განმეორებულიყო ის შემთხვევა, რაც კავთისხევის ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა თანამშრომლებს ლუდი შეუტანიათ იქ. მსგავსი შემთხვევების ზედამხედველობისთვის გამგეობა დარაჯს ვერ დააყენებდა ბიბლიოთეკებში. მაშინ კავთისხევში გამგე არ ყოფილა და სწორედ ამით უსარგებლიათ თანამშრომლებს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესი იყო ბიბლიოთეკების რაოდენობა მცირე ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, რადგან ცუდი ბიბლიოთეკები სახელს უტეხავდნენ საზოგადოებას. ამის გამო მათი მოწყობის სისტემა უნდა შეემუშავებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ 66 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 15 იყო ნორმალურად მოწყობილი, რასაც ბიბლიოთეკების გახსნის სისტემის არარსებობა განაპირობებდა. მხოლოდ გახსნის ნებართვის გაცემა და წიგნების შეწირვა არ იყო საკმარისი ბიბლიოთეკის კარგად ფუნქციონირებისთვის. საჭირო იყო კარგი ხელმძღვანელების დანიშვნა და ხალხისთვის გასაგები წიგნების შეძენა, რათა ბევრი მკითხველი ჰყოლოდა მას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა ახსნა, თუ რატომ ჭარბობდა ზოგიერთ ბიბლიოთეკაში რუსული წიგნები ქართულენოვანს. განაცხადა, რომ იქ კერძო პირები სწირავდნენ წიგნებს და შეუძლებელი იყო შემოწირულებაზე უარის თქმა. გამგეობა კი, როცა ამა თუ იმ სამკითხველოს ეხმარებოდა, ყოველთვის ქართულ წიგნებს უგზავნიდა.

