საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს აბრამ აბრამოვი ირკუტსკში გადასახლდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მწერალი ალექსანდრე წერეთელი ჯარში გაიწვიეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მწერალმა ალექსანდრე წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ექიმმა ივანე ელიაშვილმა ქართულად თარგმნა ილია მეჩნიკოვის სამეცნიერო-ფილოსოფიური თხზულება „ადამიანის ბუნება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძის 60-მდე ნახატი რუსმა მხატვრებმა მოსკოვში წაიღეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ერეკლე მოსეს ძე თოიძე ქართული გიმნაზიის III კლასში სწავლობდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპორუჩიკი შალვა ალექსანდრეს ძე ზედგინიძე 1915 წელს, I მსოფლიო ომში, დაიჭრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ვანო სარაჯიშვილი ახალ კლუბში მიიწვიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ივანე როსტომაშვილმა დაწერა დრამა „ქართლოსი ანუ ქართველთ დასაბამი“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივნისში მსახიობი ნიკოლოზ მამულაიშვილი ავად იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში პლატონ ჩიქვინიძის ორგანიზებით ქართველ მსახიობთა დასს კახეთის სხვადასხვა რაიონში წარმოდგენები უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ალექსანდრე ყიფშიძე აჭარელთა შესახებ გამოკვლევას წერდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა წიგნი „ქართული მწერლობა“ 3 ტომად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სოლომონ კიპრიზოვმა განათლების სამინისტროს 3-სართულიანი (40-ოთახიანი) სახლი შესწირა. სახლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გულო-აღა კაიკაციშვილი ქობულეთის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგე იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ფერშალი გ. ნიკოლაიშვილი I მსოფლიო ომში, 1915 წელს, დაჭრეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჯარისკაცი ნ. მიქუტიშვილი I მსოფლიო ომში, 1915 წელს, დაიჭრა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ჯარისკაცი ვ. მიქუტიშვილი I მსოფლიო ომში, 1915 წელს, დაიჭრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს „სახალხო ფურცელში“ (№310) დაიბეჭდა მიხეილ ჭანუყვაძის წერილი ქობულეთის სასოფლო საოლქო სასამართლოში ქართველ მაჰმადიანთა 8 სოფლის წარმომადგენელთა კრების შესახებ, რომელზეც სკოლებში ქართული ენის სწავლების დადგენილება მიიღეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელის რეჟისორობით პიესა „ქრისტინეზე“ ფილმს იღებდნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეჭიანური ლუარსაბ ჯანდიერი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.