რეგისტრირებული ფაქტები92282
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1863
ტიპი: თანამდებობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე იმერეთში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დაინიშნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 ნოემბერს სერგეი მესხმა და ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტს 1881 წლიდან ჟურნალ „ივერიის“ ყოველთვიურ ჟურნალად გადაკეთება სთხოვეს.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ცენზურის ნებართვა „საქართველოს მოამბის“ მეთერთმეტე ნომრის გამოცემაზე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ. კრებამ წინადადება მოიწონა და მეჯლისის ორგანიზება მასვე დაავალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ღვინიაშვილი თბილისის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს, ანა ქანანოვი კი – საქმისმწარმოებლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციის ინიციატივით სიონში გადაიხადეს მარი ბროსეს პანაშვიდი, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც დაესწრო.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სადარბაზოდ მივიდა ოლღა გურამიშვილის დის, ეკატერინეს ოჯახში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის იანვარში ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა წერილობით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობას, რომ დივიდენდის ანგარიშიდან წინასწარ მიეცათ ათასი მანეთი, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში დავით ჩუბინაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული სასწავლებლებისთვის პეტერბურგიდან უფასოდ უნდა გამოეგზავნა თავისი გამოცემული ქართულ-რუსული ლექსიკონის – 300, რუსულ-ქართულის – 26 და გრამატიკის 50 ეგზემპლარი.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ივანე პოლტარაცკისთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

