საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89515

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ქუთაისიდან მაკრინე და ალექსანდრა გიგაურებმა 2 მანეთი შესწირეს, ყარამან დათეშიძემ, დიმიტრი ბახტაძემ და გ. ხმალაძემ – თითო მანეთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავს ერთაწმინდაში 121 დესეტინა და 1430 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე, სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავის ერთაწმინდაში მდებარე 121 დესეტინასა და 1430 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ ესტატეს ძე ალექსეევს წედისში 29 დესეტინა და 2110 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ესტატეს ძე ალექსეევის წედისში მდებარე 29 დესეტინასა და 2110 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ამბარდანოვი ბოქაულის თანაშემწე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მირზა მახმუდ-ხანი რუსეთში ელჩად იყო მივლინებული.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლავრენტი და სვიმონ ივანეს ძე შატბერაშვილებსა და ანასტასია სვიმონის ასულ შატბერაშვილს კავთისხევში 22 დესეტინა და 1330 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ლავრენტი და სვიმონ ივანეს ძე შატბერაშვილებისა და ანასტასია სვიმონის ასულ შატბერაშვილის კავთისხევში მდებარე 22 დესეტინასა და 1330 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილებს დუშეთის მაზრაში 29 დესეტინა და 60 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ზაქარიას ასულ ამილახვარს ქვემო და ზემო სობისში 34 დესეტინა და 390 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ზაქარიას ასულ ამილხვარის ქვემო და ზემო სობისში მდებარე 34 დესეტინასა და 390 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ, გიორგი და ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილების დუშეთის მაზრაში მდებარე 29 დესეტინასა და 60 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს ვასილ კრიანიკოვი პოლიციის მოხელე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ჩოჩიშვილი მღვდლად კურთხევამდე მთავარდიაკვანი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სემინარიის სამმართველომ გორტინსკი გორის სასულიერო სემინარიის დასათვალიერებლად გაგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არტემ სტეფანოვმა გაქცევა სცადა და ის მოკლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ქიშმიშოვი თეოფანე ბორისოვს თავდებად დაუდგა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თევდორე პავლეს ძე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხალხური ზღაპრებით სავსე რვეული გამოუგზავნა. ზღაპრები ქართლსა და ფშავში იყო გაგონილი და ჩაწერილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება შეუდგა კავშირის გამგეობისა და საბჭოს არჩევნებს. თავმჯდომარედ დაასახელეს ალექსანდრე ჯაბადარი და ნიკოლოზ წვერავა, გამგეობის წევრებად − დათიკო კალანდაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი და სხვ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ფიოდორ ნოვრუზოვი ბაქოში ფოსტალიონად დანიშნეს და მას სახელმწიფომ ხელფასის სახით წლიურად 480 რუბლი დაუნიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილების კურდღელაურში მდებარე 94 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ გრიგოლის ძე არეშოვის თბილისის მაზრაში მდებარე 68 დესეტინასა და 1056 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ იოსების ძე ანდრონიკაშვილის ზემო ხოდაშენში მდებარე 1053 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.