საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89509

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე, დიმიტრი, ალექსანდრე და ნიკოლოზ გიორგის ძე ყარანგოზოვების მაჩხაანში მდებარე 254 დესეტინასა და 1760 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ესტატეს ძე თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 644 დესეტინასა და 1350 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ილია ოქრომჭედლიშვილმა 50 მანეთი შესწირა, ლევან მელიქოვმა – 25 მან., ივანე გვარამაძემ და ანა გვარამაძისამ – 2-2 მან., მარიამ და ნინა გვარამაძეებმა – მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ივანეს ძე ჩხეიძის ჩუმათელეთში მდებარე 714 დესეტინასა და 1960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე, დიმიტრი, ალექსანდრე და ნიკოლოზ გიორგის ძე ყარანგოზოვებს მაჩხაანში 254 დესეტინა და 1760 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე ესტატეს ძე თარხან-მოურავს სათარხნოში 644 დესეტინა და 1350 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია ივანეს ძე ვახვახოვს კურდღელაურში 146 დესეტინა და 2359 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საძოვრები და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია ივანეს ძე ვახვახოვის კურდღელაურში მდებარე 146 დესეტინასა და 2359 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ლუკას ასულ საყვარელიძეს კავთისხევში 106 დესეტინა და 2040 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ლუკას ასულ საყვარელიძის კავთისხევში მდებარე 106 დესეტინასა და 2040 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ივანეს ძე მელიქოვის ბორჩალოს მაზრაში მდებარე 1348 დესეტინასა და 620 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ივანეს ძე მელიქოვს ბორჩალოს მაზრაში 1348 დესეტინა და 620 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საძოვარი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვის თანაშემწე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად დავით მაჭავარიანმა 5 მანეთი შესწირა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ნიკო კუხიანიძემ და ილარიონ ბაქრაძემ – 2-2 მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკო კუხიანიძე მთავარდიაკვანი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „კავკაზში“ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის წერილი დაიბეჭდა, რომელიც იმპერატრიცას დაბადების დღეს ულოცავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისს სოფიო რომანის ასული თარხნიშვილის თაოსნობით ახალქალაქში გიორგი ერისთავის კომედია „ძუნწი“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ხაშურის მიხაილოვის სადგურის მებუფეტე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ვანო ბერაიამ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ხანჯლით დაჭრა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვანო ბერაიას მიერ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იყო დაწყებული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ სპირიდონ მატარაძე, იას. ქუთათელაძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ მარტვილის დაბა ნაოღალევში მოწყობილ მუსიკალურ-ლიტერატურულ საღამოში მონაწილეობდნენ: ანდრია ბენაშვილი, სტეფანე ძიმისტარაშვილი და სხვები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. მ. სერგეიევს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძის მიერ სენაკის დაბა ნაოღალევში მოწყობილი მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს შემოსავალი 38 მანეთს შეადგენდა. თანხა ადგილობრივ სამკითხველოს გადასცეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ტ. იოსიფოვს ქართული სასწავლებლის სამეურნეო კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.