საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89509

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ აგვისტოს მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 10 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის აგვისტოში რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის აგვისტოში დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე და ანტონ ვასილის ძე ჯანუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ლელი ჯაფარიძე ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარება სურდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში წაღვერში იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვახ. თარხნიშვილის თაოსნობით სართიჭალაში პირველი წარმოდგენა გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვალერიან შალიკაშვილი ქუთაისში დაბრუნდა და ზამთრის თეატრალური სეზონისთვის დაიწყო მზადება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის აგვისტოში ქუთაისის თეატრის ახალი სცენისთვის დეკორაციები ფრანც ნოვაკმა შექმნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვალერიან გუნიამ ქუთაისიდან დეპეშა მიიღო, რომ 5 სექტემბრიდან ქუთაისის დასის რეპეტიციებზე გამოცხადებულიყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ივლისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე კოსტანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პოლიტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მუმლაძის თხზულება „უღირსი სამება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის პოემის „შუქურ ვარსკვლავი“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „საყვედური“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის თხზულება „ძახილი სულისა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატიის „რემბრანდტი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატიის „თავ. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ X ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის წერილი „მანჯაფა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ დადიანის სტატია „ომი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ჟან-ლეონ ჟორესი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ირაკლი დიდიძის თხზულება „იქ“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივლისს სარგის კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 300-400 „ვეფხისტყაოსნის“ შეძენა სთხოვა, თითოსი 55 კაპიკად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის განყოფილების თხოვნა საქვითრო დავთრის ფასდაკლებით გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა 150 მანეთის გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.