რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე აგარონის ძე მელიქ-ვართანესოვს ერევნის გუბერნიაში 1829 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი ხილისა და ყურძნის ბაღი, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლის დამხმარე ხაჩატურ შახბაგოვი იმავე თანამდებობაზე დაინიშნა შულავერში.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ აფროსინოვს ელისაბედ ბერიევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავს სათარხნოში 97 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ესტატე დავითის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ოქროყანაში 287 დესეტინა და 500 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 მარტს სოფ. წიფაში მიხეილ ზარიძემ ნესტორ თხელაძე რევოლვერით მოკლა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 28 მარტს სასტუმრო „ბერლინში“ ჯარისკაცმა სვიმონ ფომიჩევმა თავის მოკვლა სცადა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 მარტს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილინსკი რკინიგზის უფროს ექიმად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 მარტს ქუთაისში ამოქმედდა სამეურნეო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე ივანეს ასულ ალიბეგოვს ხიდისთავში 59 დესეტინა და 540 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სანახირე ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ივანეს ასულ ალიბეგოვის ხიდისთავში მდებარე 59 დესეტინასა და 540 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სანახირე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ილია სოლომონის ძე თურქისტანოვს ლავრისხევში 238 დესეტინა და 1240 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძის ნიგოითში მდებარე 410 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეს ნიგოითში 410 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია სოლომონის ძე თურქისტანოვის ლავრისხევში მდებარე 238 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც დაღესტანში ალი-ჰაჯი ახუშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე მიხეილის ძე საყვარელიძისა და მისი მოწილეების ზემო ხოდაშენში მდებარე 267 დესეტინა ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

