რეგისტრირებული ფაქტები87815
სორტირება თარიღი კლებადობით
1913
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ 1913 წლის 5 მაისის საერთო კრებაზე ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში წიგნსაცავ-სამკითხველოების დაარსება დაადგინა. ამ საქმის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებად აირჩიეს მასწავლებელი ილია იოსების ძე მენთეშაშვილი (ქვ. მაჩხაანიდან) და მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (ჯუგაანიდან).
1913
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1913 წლის 3 მაისს პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს მისწერა, რომ „ოქროს ვერძის“ რედაქციაში მის გამოგზავნილ მასალას 8 მაისამდე ელოდნენ.
1913
ტიპი: ღონისძიება
ვ. დ. აგლაძე ხელწერილით ადასტურებს, რომ 1913 წლის 2 მაისს დე ბლასის ანგარიშიდან მიიღო 63 მანეთი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 მაისს ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გაყოფის (საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის) გადავადება შეუძლებელი იყო.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ჟურნალ „ოქროს ვერძთან“ თანამშრომლობას სთავაზობდა.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას მისწერა, რომ ჟურნალ „ოქროს ვერძში“ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემთხვევაში ლექსის ერთ სტრიქონში ხუთ კაპიკს გადაუხდიდნენ, ხოლო მოთხრობების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე შეუთანხმდებოდნენ.
1913
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1913 წლის 1-ელ მაისს პაოლო იაშვილმა ვაჟა-ფშაველას წერილი გაუგზავნა, რომლითაც ატყობინებდა, რომ „ოქროს ვერძის” პირველი ნომერი 12 მაისს უნდა გამოსულიყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 30 აპრილს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, კირაკოზოვი იყო თბილისის სახაზინო პალატის I განყოფილების №5 "სტოლ"-ის სტოლონაჩალნიკი.
1913
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სახაზინო პალატის მიერ 1913 წლის 30 აპრილს საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ იაკობ გოგებაშვილის დას – ეფემია ინაურს – გარდაცვლილი ძმის ანდერძით, გარდა 1200 მანეთისა, კიდევ 400 მანეთის კაპიტალი ერგო, რომლის სამემკვიდრეო ბაჟი 6%-ს (ანუ 24 მანეთს) შეადგენს. დამატებით სწორედ ამ თანხის გადახდა ეკისრება გამგეობას ხაზინისთვის (ხელს აწერს სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი)
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 29 აპრილს ძმები ფორაქიშვილების მაუდის მაღაზიამ 11 მანეთის ნარმა გასცა პეტრე მამრაძის სახელზე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 29 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლის კურთხევას გამგეობის წევრი გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული დაესწრებოდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებასთან ერთად სამკითხველოებიც უნდა დაეარსებინათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე შეარჩიეს ის 30 ადამიანი, რომლებიც ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრები იქნებოდნენ..
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 27 აპრილს ხიდისთავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად ირაკლი ქორიძე და ტიხონ ჭეიშვილი აირჩიეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 27 აპრილს ხიდისთავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე განყოფილების თამჯდომარედ ივანე ანდღულაძე აირჩიეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე საზოგადოების წესდება განიხილეს და განყოფილებათა ინსტრუქციას გაეცნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე დაადგინეს, რომ უნდა გაეხსნათ საზოგადოების ხიდისთავის განყოფილება.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 აპრილს ლ. ო. დე ბლასი სთხოვს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, რომ მისი ანგარიშიდან გადაუხადონ ვ. აგლაძეს 63 მანეთი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელაველების მიერ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში წარდგენილი მოხსენების ასლი. მოხსენება ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაბა ცხინვალის მცხოვრებმა იაგორ ალექსის ძე კასრაძემ მიმართა კითხვით, ერგებოდა თუ არა მას, როგორც განსვენებული ქართველი მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის, დისწულს ან მის სხვა ახლო ნათესავს რაიმე მწერლის ანდერძით, თუ ეკუთვნოდა, რა წილი და როგორ ან ვისგან უნდა მიეღოთ.
1913
ტიპი: გარდაცვალება
1913 წლის 18 აპრილს კაცხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოაკიმ პეტრეს ძე მოდებაძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 14 აპრილს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ უკვე 4 თვე იყო, რაც ალაგირიდან საზოგადოებას ადგილობრივი განყოფილების გახსნის ოქმი გაუგზავნეს, მაგრამ პასუხი კი არ მიუღიათ. ახალკაცმა საზოგადოებას სთხოვა, ეცნობებინათ, რა ეტაპზე იყო ალაგირის განყოფილების დაკანონების საქმე.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ (თავმჯდომარის ამხანაგი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი) ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობა 18 აპრილს, საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გამართავდა სხდომას. დღის წესრიგიც აცნობა და სთხოვა წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც ქუთაისის ფილიალის დეკემბრის ფინანსური ანგარიშის დოკუმენტაციას წარადგენდა.

