რეგისტრირებული ფაქტები90610
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თინათინ დავითის ასულ მაყაშვილისა და ეკატერინე რევაზის ასულ მაყაშვილის მარიამჯვარში მდებარე 42 დესეტინა ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის წინამძღვრიანთკარში მდებარე 947 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დოლგოლენკო მოკლული ოღღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მეუღლის – მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილის ადვოკატი იყო.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტემ სტეფანოვს ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბორჯომის რაიონის მეტყევე იოსებ ტატოსოვი ნახიჩევანის მე-5 განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ოლღა ალექსანდრეს ასულ ნიკოლაძისას დიდ ჯიხაიშში 16 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბოსტნე, საბაღე და სავენახე ადგილები ჰქონდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ ზოლოტუხინი ერევნის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების უმცროს დამკვირვებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი ევ. გარაევისას და იორდანე ცერცვაძის მიმართ, რომლებმაც მათ უსასყიდლოდ დაუთმეს ბინა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ერმალოზ გუმბერიძე სოფელ ვარციხის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ ვარციხეში სკოლა არ ჰქონდათ, სწავლის მსურველებს კი ბაღდათის სკოლაში სიარული ძალიან უჭირდათ. მოსახლეობა ერმალოზ გუმბერიძეს სამრევლო სკოლის გახსნას სთხოვდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ ვარციხის მოსახლეობა სამრევლო სკოლის დაარსებას საკუთარი შემოწირულობით ცდილობდა. ხალხის ნაწილი ერმალოზ გუმბერიძეს მრევლთან სკოლის მნიშვნელობაზე საუბარს სთხოვდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძე გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წირვა ჩაატარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ და გურია-სამეგრელოს საეპისკოპოსოს სასულიერო პირებმა ხობის მონასტერს 1000 მანეთის ბილეთი შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში საღვთო ლიტურგია შეასრულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ რედაქტორმა სიმონ ჭეიშვილს სტატიის დაბეჭდვაზე უარი უთხრა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რაჟდენ და ილია სოლომონის ძე ჯაჯანაშვილებს ეზატსა და კავთისხევში 48 დესეტინა და 1880 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სავენახე ადგილები ჰქონდათ.

