საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90463

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში კონცერტი გამართა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ხანუმა ყიზი თოფჩიევს ბორჩალოს მაზრაში 197 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და ახმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს ეხმარებოდნენ. ნოე ხომერიკი კომისიას საყვედურობდა, რომ მისგან საჭირო ინფორმაციასა და ქმედებებს ვერ იღებდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე გ. ვ. მაჩაბელს საზოგადოების წინაშე პირველად უნდა ემღერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე დავითის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ოქროყანაში მდებარე 287 დესეტინასა და 500 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პართენ, ლევან და მიხეილ იოსების ძე ვახვახოვების კურდღელაურში მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს, 71 დესეტინასა და 273 კვადრატულ საჟენ ტყეს, ხილისა და ყურძნის ბაღსა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე აგარონის ძე მელიქ-ვართანესოვს ერევნის გუბერნიაში 1829 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი ხილისა და ყურძნის ბაღი, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლის დამხმარე ხაჩატურ შახბაგოვი იმავე თანამდებობაზე დაინიშნა შულავერში.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ აფროსინოვს ელისაბედ ბერიევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვში ბუნებისმეტყველების მოყვარულთა ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში ალექსანდრე ხახანაშვილმა წაიკითხა რეფერატი „როგორ დღესასწაულობენ ქართველები ახალს წელიწადს“.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავს სათარხნოში 97 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ესტატე დავითის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ოქროყანაში 287 დესეტინა და 500 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს სოფ. წიფაში მიხეილ ზარიძემ ნესტორ თხელაძე რევოლვერით მოკლა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 28 მარტს სასტუმრო „ბერლინში“ ჯარისკაცმა სვიმონ ფომიჩევმა თავის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის მარტში ელიზბარ გუგუშვილი თიანეთის მაზრაში ბოქაულად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის მარტში გორში ზ. დანდუროვის დუქანი გაქურდეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 მარტს მიხეილ ზარიძე დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 მარტს ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წელს ალექსი გურამიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილინსკი რკინიგზის უფროს ექიმად დანიშნეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

ფრიდონ ტკბილაძე 1889 წლის 30 მარტს თბილისში გარდაიცვალა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 მარტს ქუთაისში ამოქმედდა სამეურნეო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ეკატერინე ივანეს ასულ ალიბეგოვს ხიდისთავში 59 დესეტინა და 540 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სანახირე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ივანეს ასულ ალიბეგოვის ხიდისთავში მდებარე 59 დესეტინასა და 540 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სანახირე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია სოლომონის ძე თურქისტანოვს ლავრისხევში 238 დესეტინა და 1240 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.