რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ნ. მურადაშვილი, ან. ელიოზიშვილისა, მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, მიხეილ ედიშერის ძე აბულაძე და ა. შ. ცხინვალის დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, ერ. მებურნუთაშვილი, გიორგი ივანეს ძე ბასიშვილი, არჩილ დედანიშვილი და სხვ. ცხინვალის დასის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ა. ოქროპირიძე, ად. პეტოევი, ივ. როსტომოვი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, გრ. ხერხეულიძე და სხვ. ცხინვალის დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილი, გ. ი. მელიქიძე, ალ. ს. მაჩაბელი, შალვა ელისეს ძე კვანჭახაძე და სხვ. ცხინვალის დასის გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ზესტაფონში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ხონში, აბაშაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ხიდისთავში და ა.შ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულში ვალერიან შალიკაშვილი პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის რეჟისორი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულში ვიქტორ ქავთარაძე პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის სუფლიორი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას მეთაურობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ზუგდიდში, ახალ სენაკში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, სოჭში, ტუაფსეში და ა.შ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში სიღნაღის კლუბში ნიკო გვარაძის რეჟისორობითა და იოსებ ჟივიძის ხელმძღვანელობით ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენები იმართებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 30-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარი იყო მიხეილ კავსაძე, აღმოსავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 25-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარის იყო ძუკუ ლოლუა, დასავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ი. დარუაშვილი, გ. იორდანაშვილი, ი. მოსაშვილი, რ. ნასიძე, გ. ხატისკაცი და ა. შ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა ალაგირში ქართული ხალხური სიმღერები ჩაიწერა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ხაშურში შედგა მეომართა დამხმარე კომიტეტი, რომლის წევრები იყვნენ: მალეევისა, ჭიჭინაძე, მალეევი, ალ. ქუთათელაძე, სიმონ გამრეკელოვი, ნიკო სიხარულიძე, კონსტანტინე ძნელაძე და ა. შ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში გიორგი ალექსის ძე ჯაფარიძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულის სეზონზე ხონის თეატრალური დასის მსახიობები იყვნენ: ალექსანდრე ყალაბეგიშვილი, რ. მაჭარაძე, შალვა ხონელი და ოლიმპიადა ღოღობერიძე.

