საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90467

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ხ. ნ. გროზდოვი ქუთაისში რუსულის სიტყვიერების მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ზ. დანდუროვს გორში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გრიქუროვი ბაზრის ზედამხედველად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე ლიუბიმოვმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 4 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ა. ი. სტოიანოვმა ქუთაისის საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ა. ი. სტოიანოვი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის მარტში სვიმონ ფომიჩევი კავკასიის მსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 მარტს ლ. ასათიანი ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია აბელის ძე ანდრონიკოვის სიღნაღის მაზრაში მდებარე 800 დესეტინა სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია აბელის ძე ანდრონიკოვს სიღნაღის მაზრაში 800 დესეტინა სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე იოსების ძე გურგინბეგოვს თბილისის გუბერნიაში 602 დესეტინა და 734 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საბოსტნე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს არუთინ მელქონის ძე არუთინიანცს თბილისის გუბერნიაში 583 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნაზარ ალექსის ძე ჩითახოვის სოღანლუღში მდებარე 77 დესეტინასა და 2260 კვადრატულ საჟენ ბაღებს, საბოსტნე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა როსტომ ქაიხოსროს ძე არეშოვის ვარდისუბანსა და შავსაყდარში მდებარე 315 დესეტინასა და 2314 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლებოვი ბოქაულად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე ილია ჭავჭავაძეს „ოთარაანთ ქვრივიდან“ სცენა უნდა წაეკითხა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს როსტომ ქაიხოსროს ძე არეშოვს ვარდისუბანსა და შავსაყდარში 315 დესეტინა და 2314 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სათიბები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნაზარ ალექსის ძე ჩითახოვს სოღანლუღში 77 დესეტინა და 2260 კვადრატული საჟენი ბაღები, საბოსტნე ადგილები და საძოვარები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე ივანეს ძე იარალოვს ცხინვალში 12 დესეტინა და 1211 კვადრატული საჟენი ბაღი და სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ედიგარ და სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვების სოღანლუღში მდებარე 122 დესეტინასა და 480 კვადრატულ საჟენ სანახირე, სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ედიგარ და სტეფანე ვართანის ძე ედიგაროვებს სოღანლუღში 122 დესეტინა და 480 კვადრატული საჟენი სანახირე, სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევს, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევისას, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებსა და მათ ძმას, გიორგის, კურდღელაურში 35 დესეტინა და 75 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საძოვარი და საბაღე ადგილები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევის, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევის, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებისა და მათი ძმის, გიორგის, კურდღელაურში მდებარე 35 დესეტინა და 75 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლამდე ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე ბაქოში მსახურობდა.