რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში დავით ჟღენტმა სტუდენტი იმნაძე დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ვლადიმერ მესხიშვილის ბიოგრაფიის შესადგენად – 50 მან., ხოლო დასაბეჭდად 100 მანეთი გადადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ეფროსინე ქიქოძემ და ეკატერინე ბახტაძისამ ხონში ქალთა წრე დააარსეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში გაზეთი „იმერეთი“ პოლშინისა და მისი მომავალი გაზეთის შესახებ გამოქვეყნებული სტატიისთვის 100 მანეთით დააჯარიმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება ალექსანდრე დავითის ძე თორაძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში გამართულ ილია ჭავჭავაძის იუბილეზე სიტყვით გამოვიდა გ. კერესელიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ჟენევის ქართულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოში ილია ჭავჭავაძის იუბილეზე ლეო ქიაჩელი სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი ნოემბრიდან თეოფანე ბახტაძე ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი ნოემბრიდან თეოფანე ბახტაძე ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელი ნოემბრიდან თეოფანე ბახტაძე ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იმდენი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ წიგნსაცავის გამგედ ცალკე პირი მოეწვია, ამიტომ ეს მოვალეობა ერთ-ერთ გამგეობის წევრს უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარს დანიშნულ დროზე უნდა გაეღო წიგნსაცავი, მკითხველთათვის წიგნები და ხელნაწერები გადაეცა, თვალყური ედევნებინა ხელნაწერები და წიგნები არ დაეზიანებინათ, შეედგინა წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი და ა. შ. ხოლო მსახურს შედარებით მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა – დაეწმინდა ავეჯი, დაელაგებინა ნივთები და სხვა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავის დახურვა ბევრ მკვლევარს სამეცნიერო მუშაობაში ხელს უშლიდა, ამიტომ საჭირო იყო წიგნსაცავი გაეხსნათ და მის მოსავლელად მოეწვიათ ორი პირი – ბიბლიოთეკარი და მსახური. წიგნსაცავი ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როცა ვინმეს ძალიან სჭირდებოდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი წიგნი მას საისტორიო საზოგადოების მუზეუმში გადაჰქონდა ხოლმე და მკვლევრები იქ მუშაობდნენ. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს არც საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში მუშაობა აკმაყოფილებდა, რადგან ეს მუზეუმი ყოველთვის ღია არ იყო.

