რეგისტრირებული ფაქტები87761
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: ანდრია დავითის ძე რეკვავა, რაჟდენ ბახვას ძე კოღოშვილი, გიორგი ესეს ძე მგელაძე, სიმონ ისაიას ძე საბაშვილი და პორფილე წიტას ძე რობაქიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: ამბერკი პავლეს ძე ნადარეიშვილი, იასე სიკოს ძე ჭავჭანიძე, პლატონ ოქროპირის ძე ხოშტარია, მოსე ლევანის ძე კვიტაშვილი და ფარნა კოხტას ძე ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: კონსტანტინე მაქსიმეს ძე ბალავაძე, ტარასი ლუკას ძე ტრაპაიძე, სილევან ბესარიონის ძე მდინარაძე, კონდრატე ბეჟანის ძე ნადარეიშვილი და იროდიონ დიმიტრის ძე ჩხიკვაძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: რომანოზ პეტერეს ძე პერტენავა, მანუჩარ მერაბის ძე ქუჩულორია, ალექსანდრე უჩას ძე მიგინეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: გვადი ქაიხოსროს ძე ჯოლოგუა, ნიკოლოზ იოსების ძე გულივერდაშვილი, იასონ გიორგის ძე გვაზავა, იასონ ალექსის ძე გიგიბერია და პავლე დიმიტრის ძე ჭავჭანიძე.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
იაკობ გოგებაშვილის დისწულის – ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას – განცხადებით, ბიძამისი ბევრ ხელმოკლე ნათესავს უმართავდა ხელს, მათ შორის იყო მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრიაც, რომლის გიმნაზიაში სწავლის საფასურს იაკობი იხდიდა, რადგან ოჯახის უფროსის – ქ. გორის თვითმმართველობის მოსამსახურის მიხეილ გიორგის ძე ახალბედაშვილის – 45 მანეთიანი მცირე ჯამაგირით ეს შეუძლებელი იყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 ივნისს იაკობ გოგებაშვილის დისწულმა, ანა იოსების ასულმა ახალბედაშვილისამ, გორიდან განცხადებით მიმართა ბიძის ანდერძის აღმასრულებლებს, მისი ერთადერთი ვაჟის, ანდრიასთვის სწავლის დამთავრებამდე შეენარჩუნებინათ ის ფულადი დახმარება, რომელსაც იაკობი გოგებაშვილი გიმნაზიაში სწავლისას უხდიდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ივნისს მცხეთის სამთავროს მონასტრის იღუმენია ნინო თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას, რათა განსვენებული იაკობ გოგებაშვილის მიერ სახალხო განათლებისთვის ნაანდერძევი თანხიდან ორი სტიპენდია მცხეთის საქალებო სკოლასაც გამოუყონ, რომელიც მომავალ ნამდვილ მეოჯახე ქალებსა და დედებს ზრდის და რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ღარიბი ოჯახის ასი მოწაფე სწავლობს. სტიპენდიების დანიშვნით გამგეობა უკვდავყოფს დიდი მოღვაწის სახელს, რომელსაც მუდამ მოიხსენიებენ საქართველოს ამ ერთი უძველესი ტაძრის დედები.
1912
ტიპი: განათლება
შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1912 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს და დაადასტურა, რომ გარდაცვალების წინა დღეებში ბიძამისი მართლა აპირებდა შალვას სახელზე 300 მანეთის გამოწერას, რათა შემდეგ ამ უკანასკნელს ისევე ეგზავნა ყოველთვიური სტიპენდია განსაკუთრებულ სიღარიბეში ჩავარდნილი იოსებ ირემაშვილისათვის, როგორც წინათ იაკობი უგზავნიდა. შალვას თქმით, იაკობ გოგებაშვილის ღრმა პატივისცემა ავალებდა ყველას – აღსრულებულიყო მისი შეუსრულებელი უკანასკნელი სურვილი და სტიპენდია დანიშვნოდა ირამაშვილს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 ივნისს შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებელ პირებს მიმართა განცხადებით, რომელშიც ბიძის ანდერძის დამტკიცებამდე ითხოვდა 200 მანეთს, რადგან ამ თანხის გარეშე ვერ შეძლებდა ინსტიტუტის დამთავრებას, კერძოდ: 20 მანეთი სექტემბერში სახელმწიფო გამოცდებზე დასაშვებად იყო საჭირო, 60 მანეთი – კიევში გასამგზავრებლად და უკან გამოსაბრუნებლად, 120 მანეთი კი ის ოთხი თვის სტიპენდია იყო ერთად, რომელიც ბიძას უნდა მიეცა სწავლის დასრულებამდე სამყოფად (ფულის გასაგზავნად მითითებულია მისამართი: ქ. გორი, ახალბედაშვილის სახლი – სტუდენტ შალვა გოგებაშვილს).
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებას ხელმძღვანელობდა თავმჯდომარე მიხეილ ზანდუკელი, მდივანი იყო ნიკოლოზ შაფაქიძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ეკატერინე გაბაშვილის სკოლის ქართული სიმღერის მასწავლებელი იყო.
1912
ტიპი: განათლება
1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.
1912
ტიპი: ღონისძიება
იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ვიგებთ, რომ, როცა მას, კიევის კომერციული ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტს, თავად მოერიდა ავადმყოფი იაკობ გოგებაშვილის შეწუხება და სტიპენდიაზე მოსალაპარაკებლად შუამდგომლობისთვის ეკატერინე გაბაშვილს მიმართა, მაგრამ მან თხოვნა ვერ შეუსრულა, რადგან იაკობს გაბაშვილის სკოლისთვის ყოველწლიური 120 მანეთი ჰქონდა ანდერძით შეწირული.
1912
ტიპი: გარდაცვალება
თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის 1912 წლის 14 აგვისტოს ამონაწერი N 2404 იუწყება, რომ 1-ლ ივნისს გარდაცვლილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი 10 ივნისს დაიკრძალა დიდუბის ტაძრის გალავანში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 აგვისტოს მეტრიკული ამონაწერი №2404 გვამცნობს, რომ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს წესი აუგეს ქვაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ და დიაკვანმა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილმა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ მუზეუმ-ბიბლიოთეკას საკუთარი გამგე, ორი გამგის თანაშემწე და ორი მსახური უნდა ჰყოლოდა. მათი ხელფასისთვის საზოგადოებას ყოველწლიურად 3000 მანეთი დასჭირდებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკას წიგნების, ინვენტარისა და ქონების საკუთარი კატალოგი ექნებოდა და ნებისმიერ დროს შეძლებდა შეემოწმებინა საისტორიო საზოგადოებისათვის მიბარებული ქონება. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ თანხა, რომელსაც თავადაზნაურობა ყოველწლიურად საზოგადოებას მუზეუმ-ბიბლიოთეკისთვის აძლევდა საისტორიო საზოგადოებას გადასცემოდა მანამ, სანამ მუზეუმ-ბიბლიოთეკა ამ საზოგადოების ხელში იქნებოდა. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ საისტორიო და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა შეერთდეს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა დროებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებაში დარჩეს, ხოლო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მოსავლელად და შესასწავლად მიებაროს. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე სიმონის ძე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე განიხილეს 21 ნოემბრის სხდომის დადგენილება, რომ გიმნაზიის კომიტეტი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის რამდენიმე ოთახს იმ პირობით დაუთმობდა, თუ ამ ოთახებით მანამდე ისარგებლებდნენ, სანამ გიმნაზიის კომიტეტს თვითონ დასჭირდებოდა, ოთახების მოვლაზე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას უნდა ეზრუნათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს საკითხი საზოგადოების მუზეუმისა და წიგნსაცავის მართვა-გამგეობის წესების შემუშავების შესახებ. გამგეობამ საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთა გაერთიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ გაერთიანებული მუზეუმების მართვაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიეღო ორივე მხარეს. გამგეობის ეს დადგენილება გრიგოლ რცხილაძისთვის მიუღებელი იყო.

