საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იაკობ გოგებაშვილმა, რომ შეეძინათ მისგან რუსული მეთოდიკის მთელი გამოცემა, რომელიც დაუბეჭდავს საზოგადოების სახელით 480 მანეთად. ი. გოგებაშვილის თხოვნას თან ახლავს ცნობა იმის შესახებ, რომ წიგნის მეორე და მესამე გამოცემის საფასური თავად მწერალს გადაუხდია და ასევე საზოგადოების მაღაზიაშიც ჰქონია მიტანილი გასაყიდად, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა გაყიდულა: 1904 წელს – 21 ცალი, 1910 წელს – 8 ცალი და 1911 წელს – 37 ცალი. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისგან შეეძინათ 140 მანეთის ღირებულების რუსული მეთოდიკა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 იანვარს ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე გაზეთმა „თემმა" წარადგინა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „უხილავი“, რომელმაც 3 დადებითი და 5 უარყოფითი ხმით მესამე ადგილი დაიკავა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კლიმენტი ლუკას ძე გოგიავა დაიბადა 1912 წლის 15 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსავალმა 325. 22 მანეთი შეადგინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი და სერგი გორგაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 12 იანვრამდე. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მეორე სკოლის შესახებ. მოხსენების თანახმად, გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლისთვის ყოველთვიურად გამოეყო გარკვეული თანხა, რათა მოეწვიათ ქართული ენის პედაგოგი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოხუმის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის 20%-ის წარმოდგენა ედროვებინათ ცოტა ხნით. საზოგადოებამ ნახევარი წლის ვადა დაუწესა სოხუმის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომ გასული წლის შემოსავლის 20%-ის გადაუხდელობა ეპატიებინათ მათთვის, თუმცა საზოგადოებამ უარი განაცხადა და ნახევარი წლის ვადა დაუწესა კავკავის გამგეობას. ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს საკითხი, ვისთვის დაევალებინათ ფოსტაში ფულის მიღება, რომელიც გამგეობას არ განუხილავს. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ ფოსტაში სამსონ ფირცხალავას შემდეგ, პირველ იანვრამდე, ფულს იღებდა ბუღალტერი ვასილ ედილაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა 57,10 მანეთი, დამოწმებული ინჟინერ დავით ჯორჯაძის მიერ, რომელიც საჭირო იყო ქართულ გიმნაზიაში ერთი ოთახის შესაკეთებლად მუზეუმის საჭიროებისთვის. წარმოდგენილი ხარჯი გამგეობამ დაამტკიცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფილარმონიის გამგეობას სურდა აღენიშნა პირველი ქართული კონცერტის 25 წლის იუბილე, რომლის დაგეგმვაშიც ითხოვდნენ საზოგადოების 2 წევრის ჩართულობას. გამგეობამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სერგი გორგაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა „ახალი კლუბის“ ბიბლიოთეკის გამგე თომა ნასიძემ, იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის დაეთმო 300 მანეთის ღირებულების წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 10 %-ის ფასდაკლებით გადასცა საჭირო წიგნები, რომლის საფასურსაც 6 თვის ვადაში გადაიხდიდნენ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ნაფიცი ვექილის თანაშემწე გიორგი გორდეზიანმა, რომ ეთხოვებინათ მისთვის 1908 წლის გაზეთი „ცის ნამის“ პირველი ნომერი, რომელსაც წარადგენდა სასამართლოში თავის დასაცავად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ ქვიანის სამკითხველოს გამგე მღვდელმა თეოფანე კალანდარიშვილმა, რომ სამკითხველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთის ღირებულების ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ 18 მანეთის შემწეობა გაუგზავნა მღვდელ კალანდარიშვილს გურიის ბიბლიოთეკების თანხიდან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ რცხილაძემ, რომ გამგეობას არ უნდა განეხილა სტუდენტების: კორინთელისა და მღებრიშვილის თხოვნა სწავლის საფსაურის გადახდის თაობაზე, რადგან უდროოდ და შემთხვევით განცხადებული თხოვნა არღვევდა სხვა გაჭირვებულ პირთა ინტერესებს, რომელთაც შესაძლოა უპირატესობა ჰქონოდათ სხვებთან შედარებით. განცხადებას დაეთანხმნენ სერგი გორგაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქშწკგ საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში იაკობ გოგებაშვილს 500 მანეთი გადასცა, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს – 10.60, ანასტასია წერეთელს – 4, არჩილ ჯორჯაძეს იანვრის პენსია – 50 მან., ოლღა ჭავჭავაძისას იანვრის ბინის ქირა – 25, გ. ნაკაშიძეს იანვრის სტიპენდია – 25, იროდიონ ხოსიტაშვილს იანვრის დახმარება – 10 მან. ასევე შეისყიდეს სამუზეუმო ადგილი 3 636 მანეთად და საზოგადოებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთი. სულ გამგეობის ხარჯმა 4 449.20 მანეთი შეადგინა.

პირები
იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე (გ. ბარელი) ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა გ. ნაკაშიძე იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი-ხოსიტაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი) სერგი რომანოზის ძე გორგაძე შალვა ანტონის ძე მიქელაძე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი) გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე იოსებ იაკობის ძე ჩიჯავაძე
წყარო

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ დავითის ძე მაჭავარიანი ერევნის გიმნაზიის ინსპექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 იანვრის ქონებრივი მდგომარეობის აღწერისას იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მას მართებდა წიგნების მკაზმავი ვასილ ყიფიანის 200 მანეთი და დავით მაჭავარიანის 800 მანეთი – წიგნების ქაღალდისა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წლის 8 იანვარს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, იაკობ გოგებაშვილის ქონებას შეადგენდა 28 640 მანეთი და ათი წლის წინ ვერაზე 2 600 მანეთად ნაყიდი 264 კვ. საჟენი სამოსახლო ადგილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გიორგი ამირეჯიბს 19 მანეთი გადასცა, კალანდაძეს — 96 მანეთი, ვასილ ყიფიანს კი — 161 მანეთი, პოპოვს მანქანის საფასური — 300 მანეთი. ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის გვირგვინისთვის კი 55.30 მანეთი გადაიხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს 25 მანეთი გადასცა, კონსტანტინე თავართქილაძეს — 17.72 მანეთი, დიმიტრი არაყიშვილს — 8.52 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მ. გაჩეჩილაძეს 100 მანეთი გადასცა, სერგო გორგაძეს კი — 28 მანეთი, ხოლო მეფუტკრეთა საზოგადოებას — 31.56 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი მაღაზიისა და საქმის წარმოების რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ წლიურად დაევალებინა რევიზია: კანცელარიისა – გიორგი ყაზბეგსა და ალექსანდრე ყიფშიძესთვის, ბუღალტერიისა – ფილიპე გოგიჩაიშვილსა და ივანე ჭავჭავაძესთვის, წიგნის მაღაზიისა – არჩილ ჯაჯანაშვილსა და შალვა მიქელაძესთვის, ხოლო მუზეუმის რევიზია – დავით კარიჭაშვილსა და სერგო გორგაძისთვის.