საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვრიდან, იანოვსკის მოხსენების მიხედვით, სტიპენდიები დაენიშნათ მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს: ლეონიდ მაყაშვილს, ნიკოლოზ ელიავას, კონსტანტინე ელიოზოვსა და ივან სტანიშევსკის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიგო სიმონის ძე წულუკიძეს გადასახდელი ჰქონდა 3546 მანეთი და 83 კაპიკი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ქართულ თეატრში” დაიდგა პიესა „ყაჩაღები”. პიესაში მთავარ როლს ასრულებსა ალექსი მესხიშვილი და ბარბარე ავალიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს სომხეთის დიპლომატიურმა მისიამ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის გაუგზავნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვის დეპეშის ასლი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხატისოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ სომხეთის მთავრობამ არა ერთხელ გამოთქვა სურვილი ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის დაახლოების შესახებ, იმჟამადაც რჩებოდა იგივე შეხედულებაზე და ამ საკითხს გადაწყვეტდა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენციაზე, რომლის მოწვევის დროს და ადგილს სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში დაადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის იდეას, რადგან საქართველო ყოველთვის ცდილობდა სამი სახელმწიფოს შეერთებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა სასურველად მიიჩნევდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის მოწვევას თბილისში, 12-15 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ მამედ ჰასან გაჯინსკის მიერ შემუშავდა კონკრეტული გზები მოახლოებული პურის კრიზისის გამო. ვინაიდან გლეხობა პურს არ ჰყიდდა ფულზე, მთავრობამ გადაწყვიტა პირველადი საჭიროების საგნებში გაეცვალა მასში. ამისათვის დაარსდა სპეციალური კომისია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს აკაკი ჩხენკელი და სილიბისტრო ჯიბლაძე ამხანაგები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 11 იანვარს, 10 საათზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირვას ჩაატარებდა სამხედრო ტაძარში, რუსთაველის ქუჩაზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა „გლეხი-კაცის ისტორია“, ფრანგულიდან ნათარგმნი ივანე მაჭავარიანის მიერ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 დეკემბერს ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ვიქტორ გამყრელიძის ბენეფისი. დაიდგა ორი პიესა: „მამა“ და „ბარაქელა მასწავლებელო“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის დეკემბერში ნ. დიდებულიძე იყო ბავშვების პანსიონისა და სასწავლებლის უფროსი.