საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ი. კირტავა, ი. ი. ტერ-მოსესოვი, ი. ქველიაშვილი და ა. პ. მეტრეველი 5-5 მანეთით დაეხმარნენ.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის დეკემბერში გიორგი (ჟორჟიკა) ივანეს ძე კაპანაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისში ჭიჭიკო ვარდოსანიძის სავაჭროდან ნივთები და ფული მოიპარეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზოსიმე ნემსიწვერიძე ქუთაისში მღვდელი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ირაკლი ბაკურაძე, გრიგოლ ბარათაშვილი, ალექსანდრე ბეშკენაძე, ტრიფონ ბასილაძე, იაზონ ბაქრაძე, თეოფილე ბახტაძე, დიმიტრი ბახტაძე, სერგეი ბახტაძე და ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ნიკოლოზ ბარძიმაშვილი, კონსტანტინე ბერეკაშვილი, ვუკოლ ბერიძე, ვასილ ბეჟანიშვილი, ივანე ბექაია, ბართლომე ბიბილეიშვილი, ოლღა ბოკერია, ბესარიონ ბოკუჩავა და სპირიდონ ბოლქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის გუბერნატორობისას სოფლების პურის მაღაზიები კარგ პირობებში იყო. ადრე ქართლში სოფლის მაღაზიებისთვის პური გროვდებოდა, თუმცა მთავრობა ყურადღებას არ აქცევდა და შეგროვებული პური ისე იკარგებოდა, სოფელს არაფერი რჩებოდა. გიორგი შარვაშიძემ პურის ამბარდნებს ზედამხედველები დაუნიშნა, რის შედეგადაც სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს რაჟდენ ბუაძე, ეკატერინე ბუდაკოვისა, ბაგრატ ბუიღლიშვილი, მალხაზ ბურჯანაძე, მარიამ ბუტულაშვილი, სოფიო ბუტულაშვილი, გრიგოლ გაბუნია, პეტრე გასნევსკი და ალექსანდრე გარსევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს გამართულ სომეხთა ნაციონალური საბჭოს საქველმოქმედო სხდომას დაესწრო 21 დეპუტატი, მათ შორის კათალიკოსისა და ნახიჭევანელი სომხების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარე იყო ს. ტიგრანიანი, მისი ამხანაგი – მინას ბერბერიანი და მდივანი – ს. ტერ-გევორქიანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გიორგი ევანგულოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მოსამზადებელი და პარალელური კლასების გახსნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ პარალელური კლასების შენახვის ვალდებულება მთავრობამ იკისრა. ხაზინამ თბილისში არსებული პარალელური კლასების შესანახად 500 თუმნამდე გადაიხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ სანამ დადასტურებით არ გაიგებდნენ, მთავრობა იხდიდა თუ არა პარალელური კლასების შენახვის თანხას, მანამდე არანაირი სახის განცხადება არ გაეკეთებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს სხდომაზე არტემ იოანისიანმა განაცხადა, რომ სახალხო განათლების სამინისტრომ დახურა მოსამზადებელი კლასები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ მთავრობამ კავკავის გინმაზიის თხოვნა მოსამზადებელი კლასების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ნ. ზ. თუმანიშვილმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების ნაადრევად, პატარა ასაკშივე სასწავლებლად მიბარება იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის მაისში ხაშურსა და გომს შუა მდებარე სადგურზე მატარებელი დაეჯახა მუშა ქრისტეფორე სანიკიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 2 მაისს მტკვარში დაიხრჩო 12 წლის ბავშვი სარდიონ პეტრიაშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი დარუბანდის პოლკის კაპიტანი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თეოდოსია აბესაძისამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 1904 წლის „ცნობის ფურცლისა“ და 1909 წლის გაზეთ „ფონის“ კომპლექტები შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოტია რატიანი წმ. ანნას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი მე-4 კავკასიის რეზერვის (საკადრო) ბატალიონის კაპიტანი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ლაზარევი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმის პოლიციის ბოქაულ ჩხიკვაძესა და ქუთაისის პოლიციის ბოქაულ კახიძეს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ დასვა საკითხი ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ. საკითხი ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყდა. დადგენილება ძალაში შევიდოდა 6 თებერვლიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ბიბლიოგრაფია“, რომელშიც ავტორი განიხილავს ინჟინერ ვ. კაკაბაძის ახალ გამოცემულ წიგნს „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“.