საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82070

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ საზოგადოება ჯავდათ ომარბეგოვს სწავლის საფასურის გადახდაში უნდა დახმარებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოების გამგეობიდან ატყობინებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდში ჩასარიცხი თანხის საკითხს განიხილავენ 1908 წლის მარტის ბოლოს დანიშნულ საერთო კრებაზე და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. ხელს აწერენ დირექტორები დავით კარტოზია და ნესტორ დავითაია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 17 ოქტომბერს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯორჯაძის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხების თაობაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფრომ გლახას (გაბრიელის) ძე ტარუაშვილის თხოვნა, გამგეობას უფასოდ გადაეცა ქართული წიგნები მეოთხე ვაჟთა გიმნაზიისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა, გიმნაზიისთვის 5 მანეთის ღირებულების წიგნები გადაეცა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ იოსებ მექაშვილის თხოვნა თვეში 10 მანეთის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა საყმაწვილო წიგნის გამოცემის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსი ობგაიძისა და ურჯუკა ფოცხვერაშვილის თხოვნა წიგნების გადაცემასთან დაკავშირებით.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ალექსანდრე ჭყონიას გარდაცვალების შესახებ.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პართენ გოთუასა და ივანე რატიშვილს დაევალათ ალექსანდრე ჭყონიას ქვრივისთვის საზოგადოების სახელით სამძიმრის გამოცხადება.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ოქტომბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას შეატყობინა, რომ 27 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოსთვის სჭირდებოდათ ისეთი სურათი (ჩარჩოს გარეშე), როგორიც პოეტის დასაფლავებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა გამოფენილი. მესხმა ითხოვა, სურათი (გადასახადის მითითებით) ქალაქის გამგეობისთვის ივანე სიმონის ძე მესხის ან გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის სახელზე გაეგზავნათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი სამსონ ფირცხალავას ოზურგეთიდან ატყობინებდა, რომ 27 ოქტომბერს გადაწყვეტილი ჰქონდათ ილიას ფონდის დასახმარებლად პოეტის საღამოს გამართვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 ოქტომბერს დიმიტრი ერისთავი ოზურგეთიდან სამსონ ფირცხალავასთვის გაგზავნილ წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დახმარებოდნენ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოს გამართვაში და სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ სასწრაფოდ გაეგზავნათ მისთვის საჭირო მასალა, პოეტის დიდი სურათი, ბიოგრაფიული ცნობები და ჯარის სიმღერის („ქართველო, ხელი ხმალს იკარ!") ნოტები.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის ქართული გიმნაზიის დირექტორმა იოსებ ოცხელმა დავით კარიჭაშვილს დეპეშით სთხოვა ნიკოლოზ კლენოვსკისა და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ გაორკესტრებული ქართული ხალხური მელოდიების გაგზავნა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 ოქტომბერს მედონიდან იაკობ ნიკოლაძემ სამსონ ფირცხალავას დეპეშით ჰკითხა, საქართველოში ხომ არ დაბრუნებულიყო და რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ის დაემტკიცებინათ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ავტორად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის გამოცემაში დახმარების შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველი ოქტომბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით მაკვანეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ვანო პაატაშვილმა გაზეთ „ისრის" რედაქციას ილიას ფონდისთვის გაუგზავნა 15 მანეთი, აქედან 10 მან. თავისი მოკლული დის, თამარ პაატაშვილის, სახსოვრად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ვ. მასხულია ილიას ფონდის სასარგებლოდ 5 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის" რედაქციას და ამავე თანხის შესაწირს კისრულობს ყოველწლიურად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ მიიღო შემდეგ პირთა შემოწირულობა ილიას ფონდისთვის: ა. ნადირაძე – 5 მან., მ. ფხალაძე – 10 მან., მღვდელი დავით იაშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე – 10 მან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გ. ახალციხელი გარდაცვლილი მეუღლის სახელზე 15 მანეთს უგზავნის გაზეთ „ისრის“ რედაქციას და ყოველწლიურად კისრულობს ილიას ფონდში თანხის გადარიცხვას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში „ისრის" რედაქციამ მიიღო ილიას ფონდისთვის ქუთაისში დარჩენილ სტუდენტთა მიერ შეგროვებული თანხა – 15 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ნ. თუმანოვი – 1 მან., ძმები ჯაყელები – 1 მან., ფარეიშვილი – 1 მან., ბეგოვი – 50 კაპ., არდიშვილი – 1 მან., ს. მიქელაძე – 2 მან., ლაჭყეპიანი – 1 მან., აბულაძე – 30 კაპ., წულეისკირი – 30 კაპ., დ. ფაღავა – 50 კაპ., ოცხელი – 50 კაპ., ნიჟარაძე – 50 კაპ., შოთაძე – 20 კაპ., დ. ჩხეიძე – 25 კაპ., ქორქაშვილი – 70 კაპ., ნაზაროვი – 1 მან., მ. ა. იოსელიანი – 50 კაპ., კ. ჩხეიძე – 1 მან., ქელბაქიანი – 50 კაპ., კ. კახაძე – 50 კაპ. გაზეთისთვის ფულის გაგზავნა მიენდოთ ქორქაშვილსა და კანდელაკს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში გაზეთ „ისრის" რედაქციამ ილიას ფონდისთვის გიორგი თაქთაქიშვილისგან მიიღო 10 მანეთი და შემომწირველთა სია, 5 მანეთი – სოფელ რველის მცხოვრებლების – ივანე ჩადუნელის, ანტონ სულაქველიძის, სოსო და შაქრო სტეფანაძეების, მიტრო კალაძისა და სოკრატ წიქარიშვილისგან.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ოქტომბერში ბლაღოჩინმა იმერლიშვილმა ილიას ფონდისთვის ვლადივოსტოკიდან 100 მანეთი გაუგზავნა გაზეთ „ისრის“ რედაქციას.